„თქვენ ემსახურებით ყველაზე მთავარ საქმეს“ – განათლების მინისტრი ქალ მასწავლებლებს მიმართავს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი განათლების სექტორში მოღვაწე ქალებს ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.
“ყველა ქალბატონს, განსაკუთრებით კი – განათლების სექტორში მოღვაწე ქალებს გილოცავთ 8 მარტს!
მინდა, მივმართო მასწავლებლებს, რომელთა უმეტესობა მანდილოსანია. გამორჩეულად გილოცავთ ამ დღეს. თქვენ ემსახურებით ყველაზე მთავარ, საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს – მომავალი თაობების აღზრდას და პირადად მე, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეგიქმნათ ღირსეული სამუშაო პირობები, ხელი შეგიწყოთ პროფესიულ წინსვლასა და თქვენი ინიციატივების განხორციელებაში.
საბედნიეროდ, ისტორიულად ჩვენს ქვეყანას არაერთი ძლიერი, ლიდერი ქალბატონი ჰყავდა, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩვენი საზოგადოების განვითარებაში.
განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობა, მათი ჩართულობის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომ ქალბატონებს თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენისთვის კიდევ უფრო ფართო ასპარეზი შევუქმნათ, რაც მეტად შეუწყობს ხელს მათ თვითრეალიზებას, კარიერულ წინსვლასა და ქვეყნის განვითარების საქმეში ქალების როლის გაძლიერებას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს. მთელი გულით გისურვებთ ბედნიერებასა და წარმატებას ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ!”, – წერს გიორგი ამილახვარი გამოქვეყნებულ მილოცვის წერილში.
-
რას წაადგება უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება? – რეფორმის ავტორების ახსნა
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება