მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო გრძელვადიანი ტრენინგები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პედაგოგიურ-ფსიქოლოგიურ საფუძვლებში.
კურსის მიზანია მასწავლებელთა პროფესიულ სტანდარტთან და ეთიკის კოდექსთან მსმენელთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის ხელშეწყობა. მსმენელებს მიიღებენ პედაგოგიურ და ფსიქოლოგიურ ცოდნას, დაეუფლონ სათანადო უნარ-ჩვევებს, რათა მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული სწავლების პირობებში შეძლონ სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვა.
კურსი შედგება ექვსი მოდულისგან:
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის ძირითადი საფუძვლები;
სწავლისა და განვითარების თეორიები და მისი გამოყენება სასწავლო პროცესში;
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და სწავლის ეფექტური სტრატეგიები;
კომუნიკაციის პროცესი და მოსწავლეთა მოტივაცია;
კლასის მართვისა და კონფლიქტის მოგვარების ეფექტიანი სტრატეგიები;
სასწავლო პროცესის შეფასება.
კურსის ფარგლებში სწავლება ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებაზე, არამედ სასწავლო პროცესში ამ ცოდნის ეფექტიანად გამოყენების უნარების განვითარებაზე.
- თუ მასწავლებელს პრაქტიკული საქმიანობა დადებითად არ შეუფასდება – გამოქვეყნდა საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენის ვადა by მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
- რომელ საგნებში გამოვლინდებიან 2022 წლის საუკეთესო მასწავლებლები – კონკურსში მონაწილეობის პირობები by ამბები ზოგადი განათლებიდან
- ადრეული განათლების მიმართულების ტრენერობის მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა – დეტალები by მასმედია