GE

„თუ ბავშვის სიყვარული ვერ დაიმსახურე, გაკვეთილს ვერ ჩაატარებ!“– შალვა ამონაშვილის გზავნილები მასწავლებლებს

ბავშვთა ფსიქოლოგისა და პედაგოგის, შალვა ამონაშვილის გზავნილი მასწავლებლებს:

✔ ერთი მასწავლებელი ყველას ელოდება ცხოვრებაში, ყველა ადამიანს უნდა შეხვდეს თავისი მასწავლებელი ცხოვრებაში და არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა – იპოვეთ თქვენი მოსწავლე!

✔ თუ ორიანს წერ და ხელი არ გიკანკალებს, არ განიცდი და ისე მოხაზავ, არ ვარგიხარ მასწავლებლად!

✔ მასწავლებელო ისწავლე თვალებით აღზრდა!

✔ ეცადე შენეული შტრიხი მოხაზო მოსწავლეში, რომ ამაღლდეს საკუთარ თავში!

✔ ბავშვებს დღეს გადარჩენა უნდათ, ისინი შველას ითხოვენ თქვენგან!

✔ ადამიანი, რომელიც ეძებს გზას ღმერთისკენ, ის არის ჰუმანური და აღზრდის ჰუმანურ თაობას!

✔ პატივი ეცი ბავშვის უცოდინრობას (კორჩაკმა თქვა) და გაუკვალე მას გზა!

✔ ბავშვს ეპატიება უცოდინრობა, გაზრდი, ასწავლი, გამოასწორებს…. განა ცოტაა დღეს სკოლაში ოროსანი, მით უფრო სამოსანი მასწავლებელი? რომელიც საკუთარ თავსაც პატივს სცემს და სხვებისგანაც ითხოვს პატივისცემას? მაშ რად არ პატიობთ მოსწავლეს ოროსნობას?!

✔ ცოდნა მკვდარი ნივთიერებაა, არც კარგია და არც ცუდი, გააჩნია ვის ხელში მოხვდება. ამიტომ, ასწავლეთ ბავშვებს არა მხოლოდ საგანი, არამედ ჰუმანურობა, კეთილშობილება და შემდეგ მიეცით ცოდნა!

✔ მოვიდა ახალი თაობა, პედაგოგიკა ძველია. ახალი ღვინო კი ძველ ტიკებს დახეთქავს!

✔ რამდენი ბავშვიც გყავს, იმდენი გაკვეთილი უნდა გქონდეს თავში, როცა კლასში შედიხარ!

✔ თუ ბავშვის სიყვარული ვერ დაიმსახურე, გაკვეთილს ვერ ჩაატარებ!

✔ უსიყვარულოდ სკოლაში ნუ წახვალ! შეიყვარე ბავშვი. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ წახვალ სკოლაში!

✔ თუ მასწავლებელს მოთმენის უნარი არ აქვს, ნუ შევა სკოლაში!

✔ დაუკმაყოფილეთ ბავშვს დიდობის მოთხოვნილება და მოიპოვებთ მის ნდობას!

✔ არ დადგეთ არც ერთ ბავშვზე მაღლა! იყავით მისი თანატოლი!

✔ თუ თქვენს გაკვეთილებზე ბავშვს ვერ უგებთ, მაშინ თქვენ არ ხართ სანატრელი მასწავლებელი!

✔ ბევრი ადამიანი უმასწავლებლობის გამო დაიკარგა!

✔ ზოგიერთმა მეთოდმა, შეიძლება, შორს წაგვიყვანოს ბავშვისგან!

✔ სკოლაში უნდა ასწავლიდეს ზომიერად რელიგიური მასწავლებელი. სხვა რწმენის მასწავლებელი, ჩემსავით ადის მთაზე, დასაპყრობად, ოღონდ სხვა მხრიდან. მორწმუნე მასწავლებელი უყვარს ბავშვს!

✔ თუ კვირაში ერთხელ, ვერ გააოცებ ბავშვს, მასწავლებელი არ ხარ!

✔ გადააქციე სწავლა დღესასწაულად – იზეიმე მეათასე გაკვეთილი!

როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის მასწავლებელი – 15 მახასიათებელი

ბავშვებთან ურთიერთობის 19 მცნება გამოცდილი პედაგოგისგან

გზავნილები პედაგოგზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ორგანიზაციამ “მშობლები განათლებისთვის”

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური