თუ მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამაზე აბარებთ – რომელ უნივერსიტეტში რამდენ ჩარიცხულს დააფინანსებს სახელმწიფო
„მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა და განისაზღვრა, რომ 2022 წელს, ამ წესის საფუძველზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭებათ ბრძანებაში მითითებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამის მოდულზე შემდეგი რაოდენობით ჩარიცხულ პირებს:
განათლების მინისტრის მიერ 30 სექტემბერს ხელმოწერილ ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მისთვის განსაზღვრული ადგილების საერთო რაოდენობის ფარგლებში აუთვისებელი ადგილები გადაანაწილოს მასწავლებლის მომზადების სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამის მოდულზე.
რაც შეეხება პროგრამაზე მიღების წესს, როგორც მიხეილ ჩხენკელის ბრძანებაშია განმარტებული, 2022-2023 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთაგან დასაფინანსებელ პირებს შეარჩევს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის მიერ დადგენილი წესით და იმავე წლის 15 ოქტომბრამდე წარუდგენს სამინისტროს.
ასევე იხილეთ:
ფინანსთა მინისტრი: საჯარო სკოლის მასწავლებელთა და მანდატურთა ხელფასი 125 ლარით გაიზრდება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება