„თუ პრინციპები არ შეიცვალა, საგამოცდო მოდელის ცვლილებებზე ლაპარაკიც ზედემტია“
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლი მიიჩნევს, რომ განათლების სფეროში ცვლლებები საგამოცდო სისტემის ცვლილებებით არ უნდა დაიწყოს.
ასე გამოეხმაურა დღეს გამართულ ბრიფინგზე მაია მიმინოშვილი ერთიანი ეროვნული და საატესტაციო გამოცდების ოპტიმიზაციის საკითხს, რომლის თანახმად სკოლის საატესტაციო და უმაღლესში მისაღები გამოცდები შესაძლოა, გაერთიანდეს.
როგორც მაია მიმინოშვილმა განაცხადა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შეცვლა ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა.
”პირდაპირ და გულწრფელად გეტყვით, როდესაც რაიმე სახის ცვლილებებზეა საუბარი განათლების სფეროში, ეს საგამოცდო სისტემის ცვლილებით არ უნდა დაიწყოს. იმიტომ, რომ დღეს არსებული სისტემა ეყრდნობა ძალიან მნიშვნელოვან და კონკრეტულ პრინციპებს, რომელიც 2005 წელს შემოვიღეთ. თუ პრინციპები არ შეიცვალა, ბუნებრივია, საგამოცდო მოდელის ცვლილებებზე ლაპარაკიც ზედემტია. მთავარი და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ზუსტად რა ცვლილებები იგეგმება, რას ემსახურება ეს ცვლილებები, შენარჩუნდება თუ არა უმაღლესი სასწავლებლების სისტემის დაფინანსების დღეს არსებული სქემა,”- განაცხადა მიმინოშვილმა.
მისივე თქმით, არაერთხელ თქმულა, რომ უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების დღეს არსებული მოდელი არ იქნებოდა ეფექტური და შესაცვლელია. მიმინოშვილი მიიჩნევს, რომ სანამ სისტემის შეცვლაზე დაიწყება საუბარი, უნდა გადაიხედოს აკრედიტაციის საკითხი, დაფინანსების წესი და სახელმწიფო გრანტების გადააწილების პრინციპი.
”ცვლილებებზე აუცილებლად ვისაუბრებთ მას შემდეგ, რაც ჩვენთვისაც ნათელი და მკაფიო იქნება როგრი იქნება სისტემა, რა შეიცვლება. მე გარანტიას გაძლევთ, რომ ცენტრს ახალი საგამოცდო მოდელების შემოღება არ უჭირს. მთავარი და მნიშვნელოვანი იმ პრინციპების მოდიფიცირებაა, რასაც დღეს არსებული მოდელი ეყრდნობა“,- აღნიშნა მიმინოშვილმა.
საკითხზე დამატებითი კომენტარი დღეს ჟურნალისტებთან განათლებისა და მეცნიერების მინისტრმაც გააკეთა.
სანიკიძის თქმით ცვლილებები შრომატევადია და ჯერ იდეის დონეზე მუშავდება.
”ეს არის ის იდეა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია სასკოლო გამოცდების და ეროვნული გამოცდების სინთეზი და სკოლის დონეზე ჩატარება, მაგრამ ეს არის ძალიან რთული და მოითხოვს დიდ ლოჯისტიკას, ამიტომ ეს თემა ძალიან კარგად მუშავდება. ჯერჯერობით ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას არ გავაკეთებ, რადგან თემა მომზადებული არ არის. ვფიქრობ, რომ 2015-2016 წლისთვის ძირითადი მონახაზი გვექნება და თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, შემდეგ დავიწყებთ ნელ-ნელა აპრობაციას”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ეკა არის© წივწივაძე
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება