უფროს მასწავლებელს სხვა საგანში კომპეტენციის დადასტურებისთვის რეგისტრაციაში 50 ლარის გადახდა მოუწევს
უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგი სხვა საგანში კომპეტენციის დადასტურებისთვის გამოცდაზე რეგისტრაციის თანხას გადაიხდის. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
აღნიშნული საკითხით არაერთი მოქმედი მასწავლებელი დაინტერესდა.
“თუ სერტიფიცირებული ხარ და სხვა საგნის ჩაბარება გინდა, რეგისტრაციის დროს 50 ლარი უნდა გადაიხადო, გამოდის ტყუილი ყოფილა, რომ მოქმედი მასწავლებლებისთვის რეგისტრაცია უფასოა და მსურველებისთვის ფასიანი, როგორც ეს გამოაცხადეს. რეგისტრაციის დასრულების საშუალებას პროგრამა არ მაძლევს და მთხოვს გადავიხადო საფასური. გამოდის, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლობა ჯობია ყველაფერს”, – აცხადებენ პედაგოგები.

ასეთ შეტყობინებას უჩვენებს სერტიფიცირებულ პედაგოგს სარეგისტრაციო პროგრამა.
შეფასებისა და გამოცდების ცენტრში განმარტავენ, რომ თანხას არ იხდის პრაქტიკოსი მასწავლებელი. ამბობენ იმასაც, რომ თუ მასწავლებელი სერტიფიცირებული და პრაქტიკოსია, თანხას არ გადაიხდის, მაგრამ თუ სერტიფიცირებულია და პლუს აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მას მოუწევს თანხის გადახდა. თუმცა, როგორც უფროსი მასწავლებლები განმარტავენ, პრაქტიკოსი მასწავლებელი ფიზიკურად ვერ იქნება სერტიფიცირებული, ეს გამორიცხულია.
“მე გახლავართ, სერტიფიცირებული და შესაბამისად უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე და იმისთვის, რომ სხვა, მონათესავე საგანში კომპეტენცია დავადასტურო, რეგისტრაციაში 50 ლარის გადახდა მომიწევს. პრაქტიკოსი მასწავლებელი პარალელურად სერტიფიცირებული ვერ იქნება, ამაშია საქმე”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან პედაგოგი.
ცნობისთვის საქართველოში 16 000 – მდე უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგი გვყავს.
როგორ დავრეგისტრირდეთ პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდისთვის
-
მთავრობის დავალება განათლების სამინისტროს – 43 მილიონ ლარზე მეტი საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაფინანსებლად მიიმართება
by ARIS.GE-განათლება
-
„ძალიან უხერხულია!“ – პედაგოგების ნაწილისთვის მასწავლებლის სტატუსის არქონის თემა პარლამენტში ისევ წამოიჭრა
by ARIS.GE-განათლება
-
„მასწავლებლის მაღალი ანაზღაურება მხოლოდ იმ საფეხურის საათებზე გავრცელდება“ – საგნები, საფეხურები და ანაზღაურების ახალი წესი
by ARIS.GE-განათლება