უმაღლესში მოსახვედრად აბიტურიენტებს მხოლოდ 3 სავალდებულო გამოცდის ჩაბარება მოუწევთ – ზოგადი უნარები სავალდებულო აღარ იქნება
საგამოცდო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებულ პრეზენტაციაზე განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა რამდენიმე სიახლე წარმოადგინა. მისი თქმით, 2020 წლისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტი ჩააბარებს 3 გამოცდას – ქართულ ენასა და ლიტერატურას, უცხო ენებს და მესამე არჩევით საგანს.
რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, ის სავალდებულო აღარ იქნება და უნივერსიტეტებს ექნებათ უფლება დაამატონ ის როგორც პროგრამის რელევანტრურ არჩევით გამოცდად, ანუ უმაღლესს სხვა საგნების მსგავსად, ზოგადი უნარების გამოცდაც შეუძლია დაადგინოს დამატებით კომპონენტად იქ აბიტურიენტის ჩარიცხვის მიზნით. ჩარიცხვები ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, თავიანთ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდას ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტები ისევ ჩააბარებენ და აქ არაფერი იცვლება.
„2020 უნივერსიტეტებში იქნება სამი მისაღები გამოცდა, ქართული ენა ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე იქნება იმის მიხედვით თუ რა მიმართულებით აპირებს ჩაბარებას აბიტურიენტი. თუ მას არჩეული აქვს ჰუმანიტარული მიმართულება ჩააბარებს ისტორიას, თუ ტექნიკური – ჩააბარებს მათემატიკას“, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, საგამოცდო სისტემის ცვლილების მიზანი ერთიანი ეროვნული გამოცდების საკითხების სასკოლო პროგრამასთან დაახლოებაა.
“არ შეიძლება სხვაობა იყოს უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებელი გამოცდის საკითხებსა და სკოლის საგნებს შორის. მაქსიმალურად დაუახლოვდება ერთმანეთს სკოლის საგნები და უნივერსიტეტის გამოცდები მთავარია სკოლას დაუბრუნდეს თავის ფუნქცია და მშობელს არ ჰქონდეს დიდი ხარჯი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში არაფერში გამოადგება”,- განმარტა მიხეილ ბატიაშვილმა.
კიდევ ერთი რეგულაცია იცვლება ერთიან ეროვნულ გამოცდებში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, უსამართლობა იყო არჩევითი საგნით მინიჭებული გრანტის პრინციპი.
“აბიტურიენტები აქამდე ირჩევდნენ არჩევით საგანს შანსების გასაზრდელად, მაგრამ ხდებოდა ისე თუკი რომელიმე საგანში ჩაიჭრა ან ვერ გამოცხადდა კარგავდა გრანტის მიღების შანსს და შეიცვლება ეს წესი”, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ.
გარდა ამისა, ბატიაშვილის თქმით, უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს უფლება დაამატოს საგამოცდო საგნებს თავისი კომპონენტი სტუდენტის მისაღებად და ეს იქნება ნებაყოფლობითი. შესაძლოა ეს იყოს გამოცდაც, რომელსაც უმაღლესი თავად ჩაატარებს.
ცვლილებები 2019 წლისთვის:
- ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება;
- შეიცვლება წესი, რომლის მიხედვითაც, არჩევით საგანში ჩაჭრის ან ამ გამოცდაზე არ გამოცხადების შემთხვევაში აბიტურიენტი კარგავდა გრანტის მიღების შესაძლებლობას.
ცვლილებების დანერგვის ეტაპი 2020 წელს:
- მისაღები გამოცდები ჩატარდება 3 სავალდებულო საგანში: ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველა აბიტურიენტისთვის, მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით: მათემატიკა – ტექნიკური მიმართულების შემთხვევაში ან ისტორია – ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.
- აბიტურიენტებს კვლავინდებურად შეუზღუდავად შეეძლებათ აირჩიონ როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულების პროგრამები.
ასევე იხილეთ:
2019 წელს მე–11 კლასის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება – სოფო გორგოძე
მე-12 კლასში გამოსაშვები გამოცდები 2020 წელს გაუქმდება – როგორი იქნება ატესტატის გაცემის პრინციპი
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება