2019 წელს მე–11 კლასის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება – სოფო გორგოძე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა შეფასების ახალი მოდელი წარადგინა. მისი თქმით, “ამ წლიდან მოიხსნება გამოსაშვები გამოცდები მე–11 კლასელთათვის, ხოლო მე–12-ში მხოლოდ წელს შენარჩუნდება, რათა ციკლი დასრულდეს.
“იმ პირებს ვინც წინა წლებში ჩაიჭრა ან ვერ გამოცხადდა მე–11 კლასის გამოცდაზე. მათთვის უზრუნველყოფილი იქნება გამოცდების ჩაბარება”, – თქვა სოფო გორგოძემ.
“ეს გადაწყვეტილებები კვლევებისა და მსჯელობის შემდეგ მივიღეთ და ვეცადეთ, რომ გაგვეთვალისწინებინა ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესი. ორიენტაცია კეთდება რეალურ ცოდნაზე და არა გამოცდაზე სკოლაში”, – განმარტა სოფო გორგოძემ.
ახალი მოდელის დანერგვის პრინციპები/ორიენტაცია ხარისხზე:
- სკოლის როლის გაძლიერება;
- ორიენტაცია შედეგზე და არა გამოცდაზე:
- უნივერსიტეტის ავტონომიის ეტაპობრივი გაზრდა;
- ნაკლები დანახარჯები სკოლებისთვის.
მე-12 კლასში გამოსაშვები გამოცდები 2020 წელს გაუქმდება – როგორი იქნება ატესტატის გაცემის პრინციპი
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
უწყებას პროფესიის გაუქმება შეეძლება – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციები ფართოვდება
by პროფესიული განათლების ამბები
-
გაიზარდა იმ პროფესიების რიცხვი, რომლებიც საქართველოს შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური და მაღალანაზღაურებადია
by ARIS.GE-განათლება
-
გახდება თუ არა რეზიდენტურა და დოქტორანტურა უფასო? – რა დავალება მიიღო პრემიერ-მინისტრისგან განათლების სამინისტრომ
by ARIS.GE-განათლება