მე-12 კლასში გამოსაშვები გამოცდები 2020 წელს გაუქმდება – როგორი იქნება ატესტატის გაცემის პრინციპი
2020 წლისთვის მე-12 კლასში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, წელს კი “კატის” გამოცდები უქმდება მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის და ისინი გამოცდებს აღარ ჩააბარებენ – ეს სიახლე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე გააჟღერა.
“2020 წლისთვის სრულად გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასისთვის და მოსწავლეები ატესტატს სკოლაში აკადემიური მოსწრების საფუძველზე მოხდება”, – აღნიშნა სოფო გორგოძემ.
მისი თქმით, სკოლასთან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ექნება ურთიერთობა და ნებისმიერ საკითხზე დახმარებას საჭიროებისამებრ გაუწევს, მათ შორის კონსულტაციების სახით.
2018-2019 სასწავლო წელს კი მე-12 კლასის გამოსაშვები გამოცდა ჩატარდება არსებული ფორმატით და მასზე გავლენ ის მოსწავლეები, რომლებმაც გასულ წელს დაიწყეს საგამოცდო ციკლი და მე-11 კლასში ჩააბარეს “კატის” გამოცდა 4 საგანში ან რომელიმე საგანში ვერ გადალახეს მინიმალური ზღვარი.
რა წერია საპრეზენტაციო დოკუმენტში, 2019 წლის ეტაპი:
- მე-12 კლასში გამოცდები ჩატარდება არსებული ფორმატით და ამ ეტაპზე არ შეიცვლება ატესტატის გაცემის წესი;
- იმ პირებს, რომლებმაც წინა წლებში ვერ გადალახეს ბარიერი, თუნდაც ერთ საგანში, და ვერ აიღეს ატესტატი უფლება აქვთ დარეგისტრირდნენ შესაბამის გამოცდაზე.
- ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება;
- შეიცვლება წესი, რომლის მიხედვითაც არჩევით საგანში ჩაჭრის ან ამ გამოცდაზე არ გამოცხადების შემთხვევაში აბიტურიენტი კარგავდა გრანტის მიღების შესაძლებლობას.
2019 წელს მე–11 კლასის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება – სოფო გორგოძე
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება