GE

„უნარები დასაქმებისთვის“ – სამუშაო შეხვედრა CIU-ში

13 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, პოტენციურ დამსაქმებლებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „უნარები დასაქმებისთვის“.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ 20- მდე წამყვანი კომპანიის – ფინანსთა სამინისტროს, Rooms Hotels-ის, კრედო ბანკის, კაია კონსთრაქშენის, ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის, Bold&Epic Craft-ის, გუდვილის, პანჯეა ჯორჯიასა და სხვა კომპანიების წარმომადგენლები, ტალანტების შერჩევასა და რეკრუტირებაზე პასუხისმგებელი პირები (კომპანიის ხემლმძღვანელები, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები).

შეხვედრის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, სტუდენტთა პრაქტიკის, სტაჟირებისა და დასაქმების მიმართულებით.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი – მარიკა კლდიაშვილი. მან მოწვეულ სტუმრებს გააცნო ფაკულტეტის მიმდინარე პროექტები და საგანმანათლებლო პროგრამები.

საგულისხმოა, რომ CIU ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ამოცანაა, ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, რომლებიც შეესაბამება უნივერსიტეტის მისიას, ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ითვალისწინებს საერთაშორისო ბაზრის ტენდენციებს.

ღონისძიების პარტნიორები არიან ციფრული HRMS პლატფორმა Self.ge და Sfero.ge.
დისკუაშიაში ასევე მონაწილეობდნენ CIU-ს საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური