USAID-ის ახალი პროგრამის ფარგლებში განათლების სისტემა 14 მილიონი ლარის ღირებულების დაფინანსებას მიიღებს
ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა 14 მილიონი ლარის ღირებულების დაფინანსებას მიიღებს.
USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ერინ მაქიიმ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვართან, მთავრობის, სკოლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად USAID-ის ახალი პროგრამა 26 ოქტომბერს გახსნა.
“პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის გაძლიერებას. ვამაყობთ, რომ ხელს ვუწყობთ განათლების გაძლიერებას, რაც საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული, აყვავებული და ევროპული მომავლის საფუძველს წარმოადგენს”, – წერია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ქალები
by მასმედია
-
განათლების მინისტრი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
by მასმედია
-
ირაკლი კობახიძე: „სტუდენტობას გილოცავთ ყველას, ვინც ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ – თქვენი დაუღალავი შრომა და მონდომება ღირსეულად დაფასდა“
by მასმედია