GE

VII-IX კლასების ზოგიერთი საგნის სასკოლო სახელმძღვანელოებზე გრიფირება გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის ბრძანებით, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის VII-IX კლასების ზოგიერთი საგნის სასკოლო სახელმძღვანელოებზე გრიფირება გამოცხადდა და ასევე განისაზღვრა გრიფირების პირობებიც.

მინისტრის მოადგილის ხელმოწერილ 26 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ გადაწყვეტილებას ახლავს შესაბამისი დანართები და დაინტერესებულმა მხარეებმა მათით უნდა იხელმძღვანელონ, თუმცა დანართებს, ისევე როგორც მის შინაარსს მიხეილ ჩხენკელის უწყება არ აქვეყნებს.

მინისტრის ბრძანება 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური