ვინ მიიღებს ყოველთვიურ სახელმწიფო სტიპენდიას 500, 600, 800 ან 2000 ლარის ოდენობით – პრემიერის დადგენილება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით, ორ ნოემბერს ცვლილება შევიდა ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ დადგენილებაში და სტიპენდიების ოდენობა ასე განისაზღვრა:
- სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებს დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.
- სახალხო არტისტებს ან სახალხო მხატვრებს, რომელთაც იმავდროულად მინიჭებული აქვთ შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა ორივე წოდებისათვის განესაზღვროთ 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.
ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშებისა და საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორებს დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია შემდეგი ოდენობებით:
ა) ვერცხლის მედლის მფლობელებს − 800 ლარი;
ბ) ბრინჯაოს მედლის მფლობელებს − 500 ლარი.
საჭადრაკო ოლიმპიადაში გამარჯვებულს, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორი (ვერცხლის ან/და ბრინჯაოს მედლის მფლობელი), ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვროს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელს, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვროს 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.
რაც შეეხება სტიპენდიების ასანაზღაურებელი თანხების წარმომავლობას, “ამ დადგენილებით განსაზღვრული პირების სტიპენდიისათვის საჭირო საბიუჯეტო სახსრები გამოიყოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში”, – წერია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილ დადგენილებაში.
- განათლებაში ამ პროექტის განხორციელებას მთელი ყურადღება დაეთმობა – პრემიერ-მინისტრის განცხადება by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები
- ის, რაც საბავშვო ბაღის თანამშრომელმა და აღსაზრდელის მშობელმა უნდა იცოდეს – ცვლილება კანონში by ARIS.GE-განათლება