GE

ვინ მიიღო უარი და ვინ თანხმობა X-XI კლასების სახელმძღვანელოების გრიფირებაზე – ავტორებისა და გამომცემლობების ჩამონათვალი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს, 21 ივნისს, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X – XI კლასის ზოგიერთი საგნის სასკოლო სახელმძღვანელოების მაკეტებისათვის გრიფის მინიჭებისა და მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მინისტრის ხელმოწერილი ორი ბრძანება გამოაქვეყნა.

“მიენიჭოს გრიფი ამ ბრძანების დანართით განსაზღვრულ სასკოლო სახელმძღვანელოების მაკეტებს; გრიფის მინიჭებაზე უარი ეთქვას ამ ბრძანების დანართით განსაზღვრულ სასკოლო სახელმძღვანელოების მაკეტებს”, – ვკითხულობთ გიორგი ამილახვარის მიერ ხელმოწერილ ბრძანებებში.

EDU.ARIS.GE-მ იმ დანართების მოპოვება შეძლო, რომელშიც გრიფირებაში გამარჯვებული და უარნათქვამი სახელმძღვანელოებია ჩამოთვლილი, ასევე მოცემულია გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ავტორების ჩამონათვალი, გამომცემლობები და ცხადია, საგნები.

იხილეთ: ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X – XI კლასის ზოგიერთი საგნის სასკოლო სახელმძღვანელოების მაკეტებისათვის გრიფის მინიჭების შესახებ

იხილეთ: ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასის ზოგიერთი საგნის სასკოლო სახელმძღვანელოების მაკეტებისათვის გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ

აღსანიშნავია, რომ გრიფის მინიჭებაზე უარნათქვამი სახელმძღვანელოების ავტორებისა და გამომცემლობების ჩამონათვალი პირდაპირ მითიტებული არ არის, თუმცა დოკუმენტში მოწოდებული მონაცემები დაინტერესებული მხარისთვის დადგენის შესაძლებლობას ტოვებს.

გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო არის სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კონკრეტული საგნის სწავლებისათვის. იგი აკმაყოფილებს გრიფის მისანიჭებლად აუცილებელ პირობებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, გარკვეული ვადით მინიჭებული აქვს გრიფი. ამით სახელმძღვანელო უპირატესობას იძენს ყველა დანარჩენ საგანმანათლებლო რესურსთან შედარებით და გრიფის ვადის მოქმედების განმავლობაში სასწავლო პროცესში გამოიყენება, როგორც ძირითადი საგანმანათლებლო რესურსი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური