სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ალტე უნივერსიტეტში პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსს გაივლიან – რეგისტრაცია
ალტე უნივერსიტეტში შეგიძლია პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსი გაიარო.
ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლა, ევროკავშირის მხარდაჭერით, Erasmus+ “LIFESTRAND” პროგრამის ფარგლებში, პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგების ჩატარებას იწყებს, რომლის პირველი ბენეფიციარებიც საქართველოს მასშტაბით, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები იქნებიან.
პროექტის 4 პარტნიორი ქართული უნივერსიტეტიდან, ერთ-ერთი ალტე უნივერსიტეტია.
„LIFESTRAND“ პროგრამა ითვალისწინებს საქართველოსა და უკრაინაში, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე რეგიონებში, მოსახლეობის გადამზადებას პირველადი დახმარების უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით.
გადაუდებელი შემთხვევების დროს სწორი რეაქცია და სწრაფი მოქმედება შესაძლოა, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. ამ მიმართულებით ცოდნის მიღება დიდ როლს თამაშობს საზოგადოებრივ უსაფრთხოებაში.
ტრენინგების ფარგლებში შესაძლებლობა გექნება, დაეუფლო პირველადი დახმარებისთვის საჭირო ყველა პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს.
ტრენინგები ალტე უნივერსიტეტის კამპუსში, 4 სესიად ჩატარდება:
6 თებერვალი – 15:00 – 19:00
16 თებერვალი – 11:00 – 15:00
20 თებერვალი – 15:00 – 19:00
1 მარტი – 11:00 – 15:00
კურსის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
-
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები გორის ქარის ელექტროსადგურს ესტუმრნენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი University of Gdańsk-ს ეწვია
by ალტე უნივერსიტეტი
-
XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის ალტე უნივერსიტეტის პროექტი – Career Hunter Camp 2026 იწყება
by ალტე უნივერსიტეტი