ვის აქვს უპირატესობა ჩარიცხვისას, იმ აბიტურიენტს, ვინც პროგრამა პირველ ადგილზე მიუთითა, თუ მაღალქულიანს? – პასუხი აქტუალურ კითხვაზე
„თუ აბიტურიენტს პროგრამა პირველ ადგილას აქვს მითითებული, მაგრამ უკეთესი ქულები აქვს იმ აბიტურიენტს, რომელსაც ეს პროგრამა მეორე ან მესამე ადგილას უწერია, ვის მიენიჭება უპირატესობა ჩარიცხვის დროს?“ – ამ კითხვაზე პასუხი 2024 წლის აბიტურიენტებში ახლა განსაკუთრებულად აქტუალურია, რადგან საკუთარ პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებების განხორციელების უფლება მათ ისევ აქვთ.
აი, რა უნდა იცოდეთ ამ საკითხის გარშემო:
იმ შემთხვევაში, თუ ერთ აბიტურიენტს აქვს მეორე აბიტურიენტზე მაღალი ქულები, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი პირველ და მეორე ადგილზე ჩასარიცხად, სისტემა პირველ რიგში განიხილავს მაღალქულიანი აბიტურიენტის ჩარიცხვის საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული პროგრამა მას, მაგალითად, მესამე ადგილზე ჰქონდა მითითებული.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილეს ქულა ეყოფა პირველ არჩევანზე ჩასარიცხად, მომდევნო არჩევანზე მისი ჩარიცხვა აღარ განიხილება.
ასევე იხილეთ:
2024 წლის აბიტურიენტის ცნობარი განახლდა – რა უნდა გადაამოწმონ აბიტურიენტებმა
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციასთან ერთად, NAEC-ში დოკუმენტაციაც უნდა წარადგინოთ – ვის აქვს ვალდებულება
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რატომ უნდა შევინახოთ რეგისტრაციის გავლის დასტური, რომელიც ეკრანზე გამოგვიჩნდება? – აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე