GE

ვის შეუძლია სკოლაში პროფესიული განათლების მასწავლებლად მუშაობის დაწყება – კანდიდატთა რეგისტრაციის ვადები შეზღუდული არ არის

პროფესიული უნარების სააგენტო იმ პირებისთვის, რომლებსაც სკოლაში პროფესიული განათლების მასწავლებლობის სურვილი აქვს რეგისტრაციას აცხადებს და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს ეძებს.

როგორც ცნობილია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გრძელდება ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა, რისთვისაც სისტემას კადრები სჭირდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2024-2025 სასწავლო წლიდან დაიწყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა.

შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

პროფესიული უნარების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, სხვადასხვა რეგიონის სკოლებში იგეგმება შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა:

1. Front-End დეველოპმენტი
2. კომპიუტერული ქსელი და სისტემები
3. ბაღის დიზაინი
4. ადმინისტრაციული სერვისები
5. გრაფიკული დიზაინი
6. ფოტოგრაფია

პროფესიული განათლების მასწავლებლად დასაქმების მსურველთა სარეგისტრაციო ფორმა

სარეგისტრაციო ფორმის მიზანი და შევსების ინსტრუქცია

ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტო აღნიშნული სარეგისტრაციო ფორმის საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას მასწავლებლობის მსურველთა შესახებ გამოიყენებს დასაქმების მსურველებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებას შორის თანამშრომლობის ხელშესაწყობად.

დაინტერესებულმა პირებმა სარეგისტრაციო ფორმაში უნდა ასახონ პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის, განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ.

“აღნიშნული ფორმის შევსებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სრულად გაუზიაროს შესაბამის დაწესებულებას თქვენთან პოტენციური თანამშრომლობის მიზნით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ფორმის შევსება ავტომატურად არ გულისხმობს ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთებას. დაინტერესების შემთხვევაში, დაწესებულება თავად დაგიკავშირდებათ.

იმისათვის, რომ უკეთ შეძლოთ თქვენი ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი თქვენთვის სასურველი მიმართულების (პროგრამის/მოდულის) იდენტიფიცირება, გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე განთავსებულ ინფორმაციას (ბმულებზე იხილავთ ინფორმაციას პროფესიული პროგრამის შემადგენელი მოდულების შესახებ):

ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და შემადგენელი მოდულების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური