„ვრცლად არ დაწეროთ პასუხები, დააკვირდით ქალაქების დასახელებებს!“ – ბოლო საგამოცდო გაფრთხილება აბიტურიენტებს ისტორიაში
„ვიზუალური რუკის ანალიზში ღია კითხვები აღარ დაგხვდებათ, ამიტომ, რუკის პირობით აღნიშვნებს მიაქციეთ ყურადღება. ეს დაგეხმარებათ, ამოიცნოთ რომელი წლების მოვლენებზეა რუკა. ქალაქების სახელწოდება რომ შეგხვდებათ, ამოიწერეთ. ეს გაგიმარტივებთ, ამოიცნოთ რომელ ქვეყანაზეა საუბარი“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-სთან ისტორიკოსი, 142-ე საჯარო სკოლის ისტორიის უფროსი პედაგოგი, მერი შავლუხაშვილი საუბრობს.
ის ისტორიის გამოცდაზე რეგისტრირებულ 21 400-ზე მეტ აბიტურიენტს ბოლო საგამოცდო რჩევებს აძლევს.
ისტორიის ერთიანი ეროვნული გამოცდა 15 და 16 ივლისს ჩატარდება.
“თქვენი ტესტიდან 35 ქულა დახურულ დავალებებზე მოდის, რაც ფაქტობრივ ცოდნას გიმოწმებთ. 4 სავარაუდო პასუხს რომ წაიკითხავთ, თუ არ იცით სწორი რომელია, ჯერ ზოგადი პასუხი გამორიცხეთ, ისეთი, რომელიც სხვა კითხვებსაც მოერგებოდა. ისტორიული მოვლენისა თუ პიროვნების ანალიზს რომ შეუდგებით, პარალელებისა და არგუმენტების მოყვანა არ დაგავიწყდეთ! აქაც, თუ შეგხვდებათ, ყურადღება მიაქციეთ ქალაქებს! მხოლოდ მოვლენა არ შეაფასოთ, რადგან ახლა სხვაგვარად ფასდება. არგუმენტირება თქვენს ცოდნას უფრო მეტად წარმოაჩენს.
“წყაროს ანალიზი წელს 14-ქულიანია და ამას მიაქციეთ ყურადღება, წელს არ მოითხოვს, რომ ვრცელი პასუხები გასცეთ. რადგან ტექსტში არის პასუხი, შეგიძლიათ პირდაპირ აიღოთ ციტატა და გადაიტანოთ, მაგრამ ბრჭყალებში ჩასმა არ დაგავიწყდეთ”, – უხსნის აბიტურიენტებს ისტორიის პედაგოგი.
EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, ხოლო საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 2 საათი და 40 წუთი. გამოცდა 15 ივლისს ორ, ხოლო 16 ივლისს ერთ (დილის სესიად) ჩატარდება.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა მზეო შველიძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება