ჭიათურის მუნიციპალიტეტში ახალი მღვიმე “უნდო 5” აღმოაჩინეს
8-10 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, პროფესორ ნიკოლოზ თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით, საველე სამუშაოების დროს აღმოაჩინა ახალი მღვიმე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევის ტერიტორიაზე.
ახლად აღმოჩენილი მღვიმე წარმოადგენს მღვიმეთა იმ კომპლექსის ნაწილს, რომლებიც ათვისებული იყო შუა და ზედა პალეოლითური ეპოქებიდან (შუა პალეოლითი – 300000-40000 წწ-ის წინა პერიოდი, როცა ცხოვრობდნენ ნეანდერტალელები; ზედა პალეოლითი – 40000-10000 წწ-ის პერიოდი, როცა ცხოვრობდნენ ანატომიურად თანამედროვე ადამიანები, ჰომო საპიენს საპიენსები) შუა საუკუნეების ჩათვლით.
აღნიშნული კომპლექსი (ოთხი მღვიმის შემადგენლობით) ჯერ კიდევ 2006 წელს იქნა აღმოჩენილი საინჟინრო ფაკულტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის დროს. მღვიმეს შეუნარჩუნდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შერქმეული სახელი – “უნდო კლდე” და იმავე სისტემის სხვა მღვიმეებსაც დაერქვა სახელები -“უნდო 2, 3 და 4”.
ახლად აღმოჩენილი “უნდო 5” და მღვიმეთა მთელი ეს “მისტიკური”, უნიკალური კომპლექსი საჭიროებს კარგ სპელეოლოგიურსა და არქეოლოგიურ კვლევა-შესწავლას, რამაც სამომავლოდ შესაძლებელია საფუძველი შეუქმნას იმერეთის ამ რეგიონებში გეო, არქეო, სპელეო და, უბრალოდ, საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას.
-
ილიაუნის წიგნის სახლში უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ შეხვედრა ინფლუენსერებთან და მედიის წარმომადგენლებთან გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„რეფორმა ეწინააღმდეგება უმაღლესი განათლების გაუმჯობესების მიზნებს“ – ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებლების განცხადება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
ილიაუნიში დისკუსია „უმაღლესი განათლების რეფორმა: ბუნდოვანი საკითხები და აკადემიური საზოგადოების კითხვები“ გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი