წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტში იმიტირებული ეროვნული გამოცდები ჩატარდება – განრიგი
SANGU-ში იმიტირებული ეროვნული გამოცდები ჩატარდება.
ეროვნულ გამოცდებამდე ცოტა დრო რჩება. ჩვენი მიზანია ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე აბიტურიენტებს წინასწარ მიეცეთ შესაძლებლობა, გამოცადონ საკუთარი თავი და გადალახონ გამოცდის ფსიქოლოგიური შიში.
იმიტირებული ეროვნული გამოცდები გაიმართება: 12, 13 და 14 ივნისს;
სამშაბათი, 12 ივნისი – ქართული ენა და ლიტერატურა;
ხუთშაბათი, 13 ივნისი – უცხოური ენები;
პარასკევი, 14 ივნისი – არჩევითი საგნები (ისტორია, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია).
გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:
ლიმიტირებული ადგილების არსებობის გამო დავუკავშირდებით პირველ 50 რეგისტრირებულ მონაწილეს.
იმიტირებული ტესტი მომზადებულია ეროვნული სასახლის პედაგოგების მიერ, ოფიციალური საგამოცდო ტესტების ნიმუშების მიხედვით.
ტესტირება ტარდება, როგორც ეროვნულ სასახლეში დარეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის, ასევე ნებისმიერი მსურველისთვის. გამოცდაში მონაწილეობა არის უფასო.
იმიტირებული გამოცდები ჩატარდება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტში
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი #53ა; თბილისი, საქართველო, 0179;
დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ: 032 299 80 88
-
SANGU საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელ უფასო კურსზე მიღებას აცხადებს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
„როგორ მუშაობს ევროკავშირი?“ – SANGU-ში საჯარო ლექციების ციკლი გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-მ პოლონეთის ნოვი სონჩის ბიზნეს სკოლასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი