ხელოვნური ინტელექტი (AI) და პროგრამირება ბიზნესში – 28 თებერვალს GRUNI-ს ახალი საბაკალავრო პროგრამის ონლაინ ღია კარის დღე გაიმართება
გსურს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება პროფესიად აქციო? – 28 თებერვალს, 14:00 საათზე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ახალი საბაკალავრო პროგრამის – ხელოვნური ინტელექტი (AI) და პროგრამირება ბიზნესში, ონლაინ ღია კარის დღე გაიმართება.
უნივერსიტეტის მიერ 16 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან:
- როგორ გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე ბიზნესში;
- მონაცემთა ანალიზისა და გადაწყვეტილებების მიღების AI-მოდელებს;
- მანქანური სწავლებისა და ალგორითმული აზროვნების საფუძვლებს;
- პროგრამირების ენებსა და პრაქტიკულ პროექტებზე მუშაობის პროცესს;
- AI-ის როლს მარკეტინგში, ფინანსებში, მენეჯმენტსა და ციფრულ ტრანსფორმაციაში;
- კარიერულ შესაძლებლობებს საქართველოში და საერთაშორისო ბაზარზე;
- პროგრამის სტრუქტურას, სასწავლო კურსებსა და აკადემიურ გარემოს.
წინასწარი რეგისტრაციის გასავლელად და ონლაინ ღია კარის დღეზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს
-
ახალი სტუდენტური პროექტი GRUNI-ში – „ყავა პროფესორთან“
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში, სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობისათვის, 2025 წლის საუკეთესო აკადემიური პერსონალი გამოვლინდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს EPLO-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფილიალის დირექტორი ესტუმრა – გაფორმდა მემორანდუმი
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი