„ყველა ცხრილი გამოიყენეთ, რომელსაც გადმოგცემენ, ეს თქვენი უპირატესობაა” – ბოლო საგამოცდო გაფრთხილება აბიტურიენტებს ქიმიაში
“არჩევითი საგნების სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ქიმია მეოთხე ადგილზეა და 2 800-მდე აბიტურიენტმა აირჩია. გაზრდილი რიცხვია, რადგან წელს მეოთხე საგნად აბარებენ. ხოლო უმაღლეს სამედიცინო განათლებას ვინც ირჩევს, ის ძირითად საგნად აბარებს”, – აცხადებს ქიმიის საგნის სპეციალისტი, დარე ირემაშვილი EDU.ARIS.GE-სთან და იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ამ საგანში გამოცდას 16 ივლისს, მეორე სესიაზე აბარებენ, წინასაგამოცდო გაფრთხილებებს აძლევს.
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქიმიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 63, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა – 3 საათი. შეგახსენებთ, რომ წელს ქიმიის საგნის ტესტში ცვლილებები არ შესულა.
“იყავით თავდაჯერებულები, თქვენი დიდი უპირატესობა არის პერიოდულობის ცხრილი,რომელიც გამოცდაზე გაქვთ. ყველა ცხრილი გამოიყენეთ, რომელსაც გადმოგცემენ, ეს თქვენი უპირატესობაა. კარგად დაფიქრდით, ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემაში შეიძლება დაგეხმაროთ. შესაძლოა, რაღაც კონკრეტული დაგავიწყდეთ, მაგრამ არ ინერვიულოთ, გამოიყენეთ სისტემა და მიჰყევით ლოგიკურ მსჯელობას – ეს განსაკუთრებით გამოგადგებათ ტესტში მოცემულ ერთქულიან საკითხებში.
ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა – საგნის ჯგუფის ხელმძღვანელთა მითითებები ეროვნული გამოცდებისთვის
“დიდი დრო არ დაუთმოთ მარტივ დავალებებს, შემოინახეთ დრო ამოცანებისთვის.
განსაკუთრებულად გადაიმეორეთ მათემატიკური გაანგარიშებების ამოცანები და ჟანგვა-აღდგენით საკითხები. ამოცანის ამოხსნის გზა მარტივად აჩვენეთ, არაა საჭირო სირთულე, ეს არ არის მათემატიკის გამოცდა”.
ცნობისთვის, ქიმიაში აბიტურიენტს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა ზეო შველიძემ
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით
by ARIS.GE-განათლება
-
„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
by ARIS.GE-განათლება