„ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“ – დღეს საქართველოს კონსტიტუციის დღეა
დღეს, 2023 წლის 24 აგვისტოს, 28 წელი გავიდა ქვეყნის უზენაესი კანონის – საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღიდან.
შეგახსენებთ, რომ 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს კონსტიტუცია დაამტკიცა, რომელსაც მხარი 159-მა დეპუტატმა დაუჭირა.
წლების განმავლობაში დოკუმენტმა არაერთი ცვლილება განიცადა.
EDU.ARIS.GE გილოცავთ საქართველოს კონსტიტუციის დღეს და შეგახსენებთ, რომ სწორედ ჩვენი ქვეყნის ამ მთავარ კანონშია გაწერილი საქართველოს მოქალაქის ერთ-ერთი ფუნდამენტალური და ხელშეუხებელი უფლება – მიიღოს განათლება.
მუხლი 27. განათლების უფლება და აკადემიური თავისუფლება
1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება;
2. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება;
3. აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია.
-
„დამრიგებელმა გვიკივლა, სადაა, ბოვშებო, თქვენი ყელსახვევებიო“ – ქუთაისური ისტორიები სასკოლო ფორმებზე
by ARIS.GE-განათლება
-
რას წაადგება უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება? – რეფორმის ავტორების ახსნა
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება