GE

„ყველაზე ახლოს რომელი არდადეგებია?” – მე-5 კლასელის მარგალიტები

მე-5 კლასის მოსწავლე გიორგი გველესიანი მეცადინეობის პროცესს საზეპიროდ სულაც არ აღიქვამს. მისი შეფასებები და მეცადინეობისას გაკეთებული დასკვნები გიორგის დედამ EDU.ARIS.GE-სთვის შეაგრობა.

გიოს მარგალიტები:

“ბუნებაში ორი რვეული მაქვს, ხან ერთს ვპოულობ, ხან მეორეს, მაინცდამაინც დავალება რომ მიწერია ის მეკარგება.”

“ქართული და რუსული ასოები ერთმანეთს ჰგვანან, აგერ ამობრუნებული რვეულში ქართული “ჩ” ები გამოვწერე და რუსული “უ” ები გამოიწერა.”

“ნახე რას მეუბნება, ფარგლით მონაკვეთი დახაზეო, ეს წიგნი გამოშტერდა?”

“ეს წიგნი დამცინის.”

“ხელოვნებამ, რაც გინდა ის დახატეო, მაგ ზომამდე მე მივიყვანე, პრინციპულად არ გადავხატავ სხვის ნახატს.”

“სასაცილო შეკითხვა წერია და პასუხს არ გავცემ.”

“დე, წავიკითხე ქართული და ისეთი უშინაარსოა აზრი ვერ გამომაქვს.”

“მათემატიკის მასწავლებელი თავიდან ბოლომდე მათემატიკურია, პირველ გაკვეთილზე გვეუბნება რიცხვები რომ გერქვათ უცებ დაგიმახსოვრებდითო, მაშინვე წარმოვიდგინე როგორ იწერს მობილურში ნომრებს :))) სახელზე ნომერს წერს, ნომრის ადგილას სახელს, ეგ ხომ რიცხვებს იმახსოვრებს :))

“ამხელა ჩანთაში იცი რა ძნელია რვეულის პოვნა?”

“ყველაზე ახლოს რომელი არდადეგებია.”

“ორშაბათი დღე მთრგუნავს.”

“ვერ ვიტან, როცა მეუბნებიან თავისუფალი თემა დაწერეო და სათაურს თვითონ მკარნახობენ, დე, აბა აქ სად ხედავ თავისუფლებას?”

“ეს ამოცანა მეკაიფება”

“ინგლისურში დავალება ვერ ჩავინიშნე, ზუსტად მაგ დროს გავედი საპირფარეშოში.”

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური