ყველაზე ნაკლებად განათლების სფეროში დასაქმებულები დაზარალდებიან – ISET-ის მიმოხილვა კორონავირუსის პანდემიის შედეგებზე
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ ISET COVID-19- ის სოციალურ ეფექტთან დაკავშირებით მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც ეკონომიკასა და სოციალურ გარემოზე კორონავირუსის პანდემიის გავლენა და მოსალოდნელი შედეგებია გაანალიზებული.
დოკუმენტში საუბარია, რომ დაქირავებული მუშახელის თითქმის 30 პროცენტი სამუშაოს დაკარგვის მაღალი რისკის წინაშე დგას, ასევე აღნიშნულია სფეროები, რომლებსაც შედარებით ნაკლები ზარალი მიადგება. მათ შორის დასახელებულია განათლება და ჯანდაცვა.
ISET-ის პროგნოზით, მოკლევადიან პერიოდში, ვირუსის შესაკავებლად მიღებული ზომების გამო, საქართველოში უმუშევრობის მასიური ზრდა არის მოსალოდნელი.
ორგანიზაციის მიერ შრომის ბაზრის შეფასების მთავარი დასკვნები ასეთია:
დაქირავებული მუშახელის თითქმის 30 პროცენტი სამუშაოს დაკარგვის მაღალი რისკის წინაშე დგას, რაც ძირითადად გამოწვეულია ეკონომიკური საქმიანობის მოსალოდნელი ვარდნით ვაჭრობის, მშენებლობის, წარმოების, განთავსებისა და საკვების მიწოდების სექტორებში.
ყველაზე ნაკლებად განათლების, სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის, კომუნალური მომსახურებისა და ჯანდაცვის სფეროები დაზარალდება;
თვითდასაქმებულთა უმეტესი ნაწილი სოფლის მეურნეობის სექტორშია ჩართული, სადაც საშუალო სიმძლავრის ეფექტია მოსალოდნელი ღია სასურსათო ბაზრების დახურვის, ტრანსპორტირების შეზღუდვისა და მოთხოვნის ნაწილობრივი ვარდნის (ძირითადად საკვების მიწოდების სექტორის მხრიდან) გამო. მოსალოდნელია, რომ სოფლის მეურნეობა ნაკლებად დაზარალდება, თუმცა ამ სექტორში თვითდასაქმებულთა (უმეტესწილად თვითუზრუნველყოფაზე მყოფი ფერმერები) მნიშვნელოვანი ნაწილი, საშუალო საბაზისოსთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალი შემოსავლების გამო, შესაძლოა სპეციფიურად მორგებული პოლიტიკის საჭიროების წინაშე იდგეს.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება