ზოგადი უნარებში რთულად II ვარიანტი გამოცხადდა – გამოცდები 2018
2018 წლის ზოგადი უნარების გამოცდაში რთულ ვარიანტად II ვარიანტი დასახელდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით,
ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტმა მიიღო:
- 6 ივლისის პირველ სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით III ვარიანტი) – 24 ქულა და მეტი;
- 6 ივლისის მეორე სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით IV ვარიანტი) – 23 ქულა და მეტი;
- 7 ივლისის პირველ სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით I ვარიანტი) – 23 ქულა და მეტი;
- 7 ივლისის მეორე სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით II ვარიანტი) – 22 ქულა და მეტი.
გათანაბრება – ხშირად დასმული კითხვები
ზოგადი უნარების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები და სწორი პასუხები
შეგახსენებთ, რომ ტესტის ერთი ვარიანტის არსებობის შემთხვევაში (მაგ.: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია.) არ გამოიყენება გათანაბრების წესი. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის გასაგრძელებლად აბიტურიენტმა უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (მიიღოს კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო მინიმალური ქულა ან მეტი.
შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე www.naec.gov.ge; online.naec.ge
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება