სია განახლდა – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები სწავლის სფეროს მიხედვით
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ხელმოწერით ცვლილება შევიდა „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში.
კერძოდ, განახლდა „ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები სწავლის სფეროს მიხედვით“ ჩამონათვალი და ახალი დანართის შესაბამისად ჩამოყალიბდა.
როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, ჩამონათვალი 2026 წლის აბიტურიენტის ცნობარში აისახება.
იქამდე კი აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ სიის სახით გაეცნონ რომელ მიმართულებაზე რა საგნით შეძლებენ ჩაბარებას:
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები სწავლის სფეროს მიხედვით
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის აბიტურიენტებისთვის, ასევე მაგისტრობის მსურველთათვის გამოცდებზე რეგისტრაციის გამოცხადება დაიგვიანებს.
ამის მტკიცებულებაა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ორი ბრძანება, რომლის თანახმად, რეგისტრაციის გამოცხადებისთვის აუცილებელი ანკეტების შესავსებად უნივერსიტეტებს დრო 10 მარტის ჩათვლით განესაზღვრათ, ანკეტებზე პასუხის მიღების ვადა კი გივი მიქანაძის ბრძანებით, 16 მარტით არის დათარიღებული. ეს მაშინ, როდესაც გასული წლების მაგალითებს თუ შევხედავთ, შეფასებისა და გამოცდების ცენტრს აბიტურიენტების რეგისტრაცია უკვე დაწყებული ჰქონდა 1-2 მარტს და შესაბამისად (იმავე დღეს) გამოქვეყნებული ჰქონდა აბიტურიენტის ცნობარიც, რომელის შედგენაც ყოველწლიურად უნივერსიტეტების ანკეტა-კითხვარების დადასტურების შემდეგ ხდება და დროს მოითხოვს.
უფრო გვიანი ვადებია განსაზღვრული მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციის დაწყებამდე შესასრულებელი პროცედურებისთვის – 30 მარტის ჩათვლით.
-
როგორ გეგმავს განათლების სამინისტრო „უდიპლომო სასიძოს სინდრომთან ბრძოლას“ – ცვლილებების გეგმა პარლამენტშია
by ARIS.GE-განათლება
-
მეორადი ჩარიცხვებით ბაკალავრიატზე უფასოდ 312 პირი ისწავლის – რეგისტრაციის უფლება 4 010 აბიტურიენტს ჰქონდა და სულ 1 715 დარეგისტრირდა
by აბიტურიენტებისათვის
-
„სასკოლო წიგნების შეძენა გრძელ რიგში, ამ ქაოსში გვიწევს“ – კერძო სკოლების მოსწავლეთა მშობლები
by ARIS.GE-განათლება