რამდენი პროფესორ-მასწავლებელია დასაქმებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში – 2025-2026 სასწავლო წელი
„სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურება უნდა იყოს 10 ათასი ლარი, რასაც უნდა დაემატოს ჰონორარები“ – საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და პარლამენტმა მიიღო ცვლილება, რომლის თანახმადაც, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს დაემატა წამყვანი პროფესორის თანამდებობა.
ჯერ უცნობია, როგორ მიიღებს უნივერსიტეტი წამყვანი პროფესორების ანაზღაურებისთვის საჭირო ფინანსებს, თუმცა მთავრობას დანაპირები არ გადაუთქვამს.
ამ ფონზე, საინტერესოა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემები სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესორ-მასწავლებლების რიცხოვნობის შესახებ.
როგორ შეირჩევა და რა ვალდებულებები ექნება წამყვან პროფესორს, რომლის ხელფასიც 10 000 ლარი უნდა იყოს
2025-2026 სასწავლო წლის მაჩვენებლებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 12.2 ათასი პროფესორმასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.2 პროცენტით მეტია.
მეტი თვალსაჩინოებისთვის, წარმოდგენილ დიაგრამაზე იხილეთ პროფესორ-მასწავლებელთა რიცხოვნობა რანგირების მიხედვით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2025-2026 სასწავლო წელს:
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება
