GE

ზუგდიდში მე-9 კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა – კლასი დისტანციურად სწავლობს

ზუგდიდში, მე-12 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც კლასი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, – ამის შესახებ საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბულიამ განაცხადა. მისივე თქმით, მოსწავლეები ონლაინ ორშაბათამდე ისწავლიან.

“მეთორმეტე სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და მოსწავლეები მეხუთე სკოლაში დადიან, მეორე ცვლაში, კლასი გადასულია დისტანციურ რეჟიმზე”, – აღნიშნა ბულიამ.

ინფორმაციისთვის, მას შემდეგ რაც ქალაქის სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყო ვირუსი 10-მდე მოსწავლეს და მასწავლებელს დაუდგინდა.

წყარო: რადიო “ათინათი”

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური