ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორად მარიამ კობიაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას დღეს, 20 იანვარს, განათლების სამინისტრო ავრცელებს.
ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს.
მინისტრმა მარიამ კობიაშვილის საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაზე ისაუბრა და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მარიამ კობიაშვილი, ახალ პოზიციაზე დანიშვნამდე, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის ასევე გახლდათ დასაქმებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში.
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
განათლების სამინისტრო: „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წელს მშობლიურ სკოლაში დაასრულებენ – ახალი გადაწყვეტილება
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო