26 აპრილი, 2020 17:13
სკოლა გიმნაზია აია-GESS-ის მეცხრე კლასის მოსწავლის წარმატებებით სავსე გზა
სკოლა გიმნაზია აია-GESS-ს მრავალი გამორჩეული და ნიჭიერი მოსწავლე ჰყავს. მათ შორის რთულია საუკეთესოების გამორჩევა. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მათგანს.
თბილისის სერვანტესის სახელობის სკოლა გიმნაზია “აია-GESS”-ის მეცხრე კლასის მოსწავლე გეგა შავდათუაშვილი – რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – “ლეონარდო და ვინჩის” მესამე ადგილის მფლობელია.
გეგა მასწავლებლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ საბუნებისმეტყველო ტურნირის “ჩხირკედელას“ ფინალისტი და საპრიზო (მეორე) ადგილის მფლობელიც გახლავთ.
მისი შემდგომი მიღწევები ასე გამოიყურება:
- საერთაშორისო ორგანიზაცია IEARN- ის პროექტების, მათ შორის, Virtual Peace Education Camp-ის აქტიური მონაწილე.
- British Council -ის მიერ გამოცხადებული “Project Based Teaching & Learning” გამარჯვებული გუნდის წევრი.
- ინტელექტუალური შეჯიბრებების, მათ შორის: “ტვინების ბრძოლა” გუნდის – “ატომის” კაპიტანი, რომელმაც მიიღო თასი რეგიონული პირველობისათვის.
- ასევე English book education- ის ორკვირიანი ინგლისურენოვანი ბანაკის მონაწილე და “Kings & queens club”- ის მიერ ორგანიზებული პროექტებისა და ინტელექტუალური თამაშების აქტიური მონაწილე.
- გავლილი აქვს ტრენინგი ტექნოპარკში თემებზე: “3D მოდელირება”, “Lego robotics” და “Arduino”.
- 2020 წლის დასაწყისში შერჩეული იქნა მონაწილედ ორგანიზაცია “Scientific cyber security association”-ის მიერ შერჩეული იქნა პროექტის – “კიბერ უსაფრთხოების უნივერსიტეტი” მონაწილედ.