ბოლო მონაცემებით 2016 წლის ეროვნული გამოცდებისთვის 41 500-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი აბიტურიენტებისათვის დასრულებულია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის სულ დარეგისტრირდა 41 500-ზე მეტი აბიტურიენტი.
ცენტრის ცნობით, საგამოცდო ენის შეცვლა და ჩასაბარებელი საგნების დამატება ან წაშლა მათ 1 ივნისამდე შეეძლებათ, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ცვლის საშუალება აგვისტოს დასაწყისამდე ექნებათ. ეს პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება.
როგორც ცნობილია, 2016 წელს აბიტურიენტები გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ, რაც მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. აპლიკანტი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს.
საგამოცდო პროგრამები საგნების მიხედვით – ეროვნული გამოცდები 2016
ახალი ქცევის წესები აბიტურიენტებისთვის – რა ცვლილება შევიდა გამოცდიდან მოხსნის წესში
-
როგორ შევცვალოთ ფაკულტეტების რეიტინგული სია – დეტალური ინსტრუქცია 2026 წლის აბიტურიენტებს
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
7 აბიტურიენტს აპელაციის შემდეგ ქულა დააკლდა – ცნობილია, რამდენს მოემატა ქულები საგნების მიხედვით
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ცნობილია, რომელ საგანში რომელი ვარიანტი გამოცხადდა რთულად – გათანაბრებული ქულების ცხრილი 2026 აბიტურინტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე