GE

გაერთიანებული საემიროების ეკონომიკის მინისტრიმა ილიაუნის GameLab და Fablab დაათვალიერა

19 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გაერთიანებული საემიროების ეკონომიკის მინისტრი სულთან ბის საედ ალ მანსური ესტუმრა. ილიაუნის ცნობით, მან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ქეთევან ბოჭორიშვილთან, და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ილიაუნის კომპიუტერული და მობილური თამაშებისა (GameLab Iliauni) და მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები (Fablab Iliauni) დაათვალიერა.

,,GameLab Iliauni-ის მიზანია, მაქსიმალურად ჩართოს ახალგაზრდა თაობა კომპიუტერული და მობილური თამაშების შექმნის პროცესში და ხელი შეუწყოს წარმატებული სტუდენტური პროექტების კომერციალიზაციას. ლაბორატორია ორიენტირებული იქნება ახალგაზრდა თაობის დასაქმებაზე.

Fablab Iliauni თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიაა უახლესი დაზგა-დანადგარებით (3D პრინტერებით, 3D სკანერებით, ლაზერული მჭრელებით, პროგრამირებადი ჩარხებით და სხვა დანადგარებით), კომპიუტერული ტექნიკით და პროგრამული უზრუნველყოფით,” – აღნიშნულია ილიაუნის ოფიციალურ გვერდზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური