GE

განათლების მინისტრი პედაგოგებზე წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის სასარგებლოდ ზეწოლას უარყოფს

განათლების მინისტრი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია წინასაარჩევნოდ პედაგოგებზე ზეწოლის შესახებ სრული სიცრუეა.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა,

“ამ ბრალდებებს ამჟამად არანაირი საფუძველი არააქვს. შეიძლება, კონკრეტულ შემთხვევებში, კონკრეტული მასწავლებელი ან კონკრეტული დირექტორი რაღაც თავისი ინიციატივით რამეს აკეთებდეს და ის ძალიან მკაცრად დაისჯება იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება აბსოლუტურად დეპოლიტიზებული სკოლა და აბსოლუტურად იზოლირებული პოლიტიკური პროცესებისგან”,– განაცდადა მინისტრმა და განმარტა, რომ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით სამინისტროს ინფორმაცია არ აქვს.

“სკოლა და ჩვენი მოსწავლეები ყველანაირად უნდა დავიცვათ ამ ხრიკებისგან. რესურსცენტრებთან მქონდა პირდაპირი საუბარი ამის შესახებ, რომ არც ერთი პარტიის, მათ შორის, არც მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან არანაირი აქტივობა სკოლის კონტექსტში და სამუშაო საათების კონტექსტში არ უნდა ყოფილიყო. თუ ასეთი დარღვევები იქნება, ამაზე რეაგირებას აუცილებლად გავაკეთებ ადმინისტრაციულად.

ჩვენამდე ასეთი ინფორმაცია არ მოსულა. როგორც კი, ასეთი ინფორმაცია გვექნება, აუცილებლად, მომენტალურად, რექციას გავაკეთებთ და ძალიან მკაცრად დაისჯება ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სკოლის რესურს გამოიყენებს პოლიტიკურ პროცესებში. აქვე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ყველა მასწავლებელს, ყველა მშობელს, რესურსცენტის ყველა თანამშრომელს აქვს სრული თავისუფლება, თავისი პოლიტიკური მოსაზრება გამოთქვას კიდევაც აქტიურად, ოღნდ ეს უნდა მოხდეს სასმახურის გარეთ, სკოლის შენობის გარეთ, სკოლის ადმინისტრაციული ფარგლების გარეთ”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ინფორმაციით, პედაგოგებზე მიმდინარეობს ზეწოლა, რომ მათ ხმა მისცენ სამთავრობო პარტიას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური