2027 წლიდან საქართველოში, შესაძლოა, ციფრული დიპლომებისა და ატესტატების ანალოგების გაცემა დაიწყოს
2027 წლიდან, შესაძლოა, უნივერსიტეტის დიპლომებისა და სკოლის ატესტატების გაციფრულება დაიწყოს.
როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, საკითხზე მუშაობა დაწყებულია, სიახლე კი, დანერგვის შემთხვევაში, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტების დიპლომებს შეეხება.
„ძალიან გვინდა, ძალიან ვცდილობთ, რომ 2027 წლიდან საქართველომ შეძლოს ციფრული დიპლომებისა და ატესტატების ანალოგების გაცემა. თუ ჩვენ მივაღწიეთ ევროკავშირის იმ სტანდარტით ტექნიკური დოკუმენტის შექმნას, სადაც ელექტრონული ხელმოწერა და მისი პარამეტრები დააკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს, მაშინ ჩათვალეთ, რომ პირს აღარ დასჭირდება დოკუმენტის აპოსტილით დალეგალიზება და შესაძლებელი იქნება დოკუმენტის [დიპლომის, ატესტატის] ავთენტურობის შემოწმება ბაზიდან. ეს პროცედურებს ცალსახად გაამარტივებს…
მე მგონია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების მოდელი კერძო უნივერსიტეტებზეც თავისუფლად გავრცელდება – მათთვისაც მომგებიანია. ვმუშაობთ ამაზე“, – აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას 29 ოქტომბერს.
ასევე იხილეთ:
-
აკრძალვები სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და სტუდენტებს – რა შეზღუდვები იმოქმედებს შიდა და გარე მობილობის დროს ახალი ბრძანებით
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის? – მასწავლებლის სახლის მითითებები წინსვლის მსურველებს
by ARIS.GE-განათლება
-
მოსწავლეთა მიერ სკოლის უმიზეზოდ გაცდენების სურათი საქართველოში „მწვავედ გამოიყურება“ – PISA-ს მონაცემები
by ARIS.GE-განათლება