სტუდენტთა ნაწილისთვის სწავლის დაფინანსებაზე განაცხადების მიღება 16 ნოემბერს დაიწყება – ვის ეხება
იმ სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის, რომლებიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ცხოვრობენ სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადების მიღება 16 ნოემბრიდან უნდა დაიწყოს.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების დაფინანსება გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის საკითხებზე დროებითი სამთავრობო კომისიის 30-ე სხდომაზე მიიღეს, სადაც სტუდენტების 2026-2027 სასწავლო წლის დაფინანსების საკითხებზე შეჯერდნენ.
“განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აფინანსებს იმ სტუდენტებს, რომლებიც შესაბამის ტერიტორიაზე იმყოფებიან დაახლოებით 3 წლის განმავლობაში. წლევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით, გაგრძელდება აღნიშნული სტუდენტების დაფინანსება 2 250 ლარის ოდენობით. შესაბამისი პორტალი გაიხსნება დაახლოებით 16 ნოემბრიდან და გაგრძელდება 1-ელ დეკემბრამდე”, – აცხადებენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.
ასევე იხილეთ:
-
ჟურნალისტის ვაკანსია – EDU.ARIS.GE (2026)
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დაკომპლექტდება წინსვლის მსურველი მასწავლებლის შეფასების კომისია – მუშაობის წესი და eSchool-ში შექმნის ინსტრუქცია
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება