GE

როგორია მასწავლებლებისთვის სტატუსის მინიჭების უახლესი მონაცემები და სქემაში განაწილება – 2026 წლის 9 თვის მაჩვენებლები

2026 წლის 9 თვეში, მასწავლებლის პროფესიის რეგულირებისა და სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სტატუსი მიენიჭა 770 უფროს და 221 უფროს სპეციალურ მასწავლებელს. ამის შესახებ საუბარია 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვის შესახებ დოკუმენტში, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა.

დოკუმენტში, რომელშიც უწყებების პრიორიტეტები და პროგრამებია მიმოხილული, ასევე ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში, მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში დამატებით ჩაერთო 186 პირი, მაძიებლობის პროგრამაში შემავალი აკადემიური კურსი კი 61-მა მასწავლებლობის მაძიებელმა წარმატებით დაასრულა.

ამავე დოკუმენტის თანახმად, მასწავლებლის კარიერული წინსვლისა და სტატუსის მინიჭების სქემის ფარგლებში გადანაწილებული იყო საჯარო სკოლების 52 297 მასწავლებელი, მათ შორის:

“პრაქტიკოსი/მაძიებელი/უსტატუსო – 3 863 (7,4%), უფროსი – 38 776 (74,1 %), წამყვანი – 8 842 (16,9 %), მენტორი – 816 (1,6 %). ასევე, სქემის ფარგლებში გადანაწილებულია საჯარო სკოლების 2 375 სპეციალური მასწავლებელი, მათ შორის: უსტატუსო – 130 (5,5 %) მასწავლებელი, უფროსი – 2 235 (94,1%), წამყვანი – 10 (0.4%)”.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტის განხილვა კომიტეტებში 4-დან 17 ნოემბრის ჩათვლით პერიოდშია დაგეგმილი.

განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა – პრიორიტეტები და პროგრამები

ასევე იხილეთ:

„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური