„განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დასანერგად ჩვენი სისტემა მზად არის“
განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დასანერგად სისტემა მზად არის -ამის შესახებ განათლების მინსტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა. როგორც განათლების უწყების ხელმძღვანელი ამბობს, ეს მოდელი პროფესიულ განათლებაში დამსაქმებლის და კერძო სექტორის ჩართულობას, სამეწარმეო პრაქტიკის წინ წამოწევას და უფრო მეტ, პრაქტიკულ მეცადინეობას ნიშნავს. სანიკიძის განცხადებითვე, გერმანული მოდელი გვაძლევს გარანტიას, რომ კურსდამთავრებული სტუდენტი დასაქმდეს, იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც სწავლობს. სანიკიძე სიახლეს სისტემისთვის დიდ გამოწვევად აფასებს და აცხადებს, რომ ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც პროფესიულ განათლებაში წავა და ხარისხიან განათლებას მიიღებს, მისი დასაქმება გარანტირებული იქნება.
“გერმანული მოდელი არის ახალი მიდგომა, რომელიც გვინდა განათლების სისტემაში დავნერგოთ. ეს იქნება მართლაც სიახლე და მართლაც რეფორმა. პროფესიული განათლების ჭრილში ნაგულისხმევია დუალური პროფესიული განათლება, რომელიც არის გერმანული მოდელი და რომელიც გერმანიაში ძალიან წარმატებულია. არ არის აუცილებელი იგივე მოდელი გადმოვიდეს საქართველოზეც, თუმცა არსებობს საშუალება, რომ დუალური განათლების ელემენტები დავნერგოთ, ისე რომ გავიდეთ იმ შედეგებზე, რა შედეგებზეც გვინდა გავიდეთ. ეს ნიშნავს პროფესიულ განათლებაში დამსაქმებლის და კერძო სექტორის ჩართულობას, სამეწარმეო პრაქტიკის წინ წამოწევას და უფრო მეტ, პრაქტიკულ მეცადინეობას, იმ მიმართულებებით, რომელიც შრომის ბაზარზე იკვეთება და რომელიც იძლევა გარანტიას, რომ ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც პროფესიულ განათლებაში წავა და ხარისხიან განათლებას მიიღებს, მისი დასაქმება გარანტირებული იქნება”,-განაცხადა თამარ სანიკიძემ.
როგორც მინისტრი განმარტავს, გერმანულ მოდელზე გადასაწყობად სისტემა მომზადებულია- კონკრეტულად კი, არის ახალი პროგრამები, სტანდარტები და გადაიარაღებული ინფრასტრუქტურა. სანიკიძის თქმითვე, პირველადი მოთელვითი სამუშაოები კერძო სექტორთან – ბიზნესთან ჩატარებულია, რათა თვითონ ჩაერთონ სტანდარტისა და პროგრამის მომზადებაში.
“არცთუ ისე მარტივად, მაგრამ შესაძლებელია, რომ სისტემა შეცვალოთ და შრომის ბაზარზე ორიენტიებული გავხადოთ. ერთი, რომ გვჭირდება მაღალი დასაქმების კოეფიციენტი და მეორე გვჭირდება ინვესტიციები – საინვესტიციო პროგრამები, რომელიც საქართველოში ხორციელდება. აი, ამ პროექტების ეფექტურად განსახორციელებლად, ადგილობრივი კადრების მომზადება, რადგან კიდევ ერთხელ, ვუპასუხოდ ქვეყნის იმ ეკონომკური განვითარების ძირითად პრინციპებს და მოთხვნებს, რომელიც დღეს ჩვენი გამოწვევაა. ვმუშაობთ უნივერსიტეეტებში უმაღლესი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, იცვლება აკრედიტაციის სისტემაც, მეცნიერებასა და განათლებას შორის საკანონმდებლო დონეზე განხორციელდა კავშირი, მაგრამ ეს გასაკეთებელია, რადგან უზრუნველვყოთ განათლებული ახალგაზრდების დასაქმება იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ისინი განათლებას იღებენ”,-განაცხადა თამარ სანიკიძემ.
კონკრეტულად , რა ვადებში, რა პერიოდში მოხდება ამ ცვლილების განხორციელება, მინისტრის განმარტებით, ეს ახლო მომავალში განხორციელდება.
“ახლა ვმუშაობთ დოკუმენტზე, სადაც გვინდა ეს რეფორმა ეტაპების მიხედვით გავთვალოთ. დოკუმენტზე მუშაობის დასრულების შემდეგ, უფრო მკაფიოდ გამოჩნდება ვადები, მაგრამ ეს არ არის 5 და 10 წელიწადში გასაკეთებელი საქმე. ჩვენ ამის გაკეთებას უფრო ახლო მომავალში ვფიქრობთ, ალბათ, მაქსიმუმ 2 -3 წელიწადში. გერმანულ მხარესთან დაწყებულია მოლაპარაკებები და ნამდვილად გვინდა, რომ ტექნიკური დეტალები დროულად შეთანხმდეს, რადგან რეფორმასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ”,-განაცხადა სანიკიძემ.
მინისტრი ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით კოლეჯების ნაწილთან მოლაპარაკებები დაწყებულია.
“გადასადგმელი იქნება ნაბიჯები, რომელიც საბოლოოდ პროფესიული განათლების შრომით ბაზარზე ორიენტირებას უზრუნველყოფს. საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი- შრომის ბაზრის კვლევის დოკუმენტი დაიდო. ალბათ, ეს დოკუმენტი კიდევ გადასამუშავებელი, დასახვეწი იქნება, იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ პროგნოზის გაკეთება, ვიდრე დღეს არსებული სიტუაციის დანახვაა. ესეც იქნება მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლის ირგვლივაც ეს სისტემა და რეფორმა უნდა აეწყოს”,-განაცხადა თამარ სანიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ უმაღლესი განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, სახელმწიფო უმაღლეს განათლებაში რესურსს გაანაწილებს კონკრეტული ინდუსტრიების მოთხოვნების გათვალისწინებით და ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდების მოთხოვნებიდან გამომდინარე, არამედ ეს განხორციელდება იმ კონკრეტული მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც 5-წლიან პერსპექტივაში ქვეყანაში იარსებებს.
“ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ფაქტობრივად ვაწარმოებთ პოტენციურად დაუსაქმებელ ადამიანებს. ჩვენ ყოველწლიურად ვუშვებთ ხუთჯერ, ათჯერ უფრო მეტ ბანკირს, ვიდრე ამის მოთხოვნა არის საბანკო სექტორში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა და ამ კონტექსტში მან საგარეო ურთიერთობები და იურიდიული მიმართულება დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღეს ჩვენ არ გვყავს მაგალითად, მეცხოველეობის, კვების ტექნოლოგები, ვეტერინარები, კვების მრეწველობის ტექნოლოგები.
“ასეთ ადამიანებს ბიზნესი აგზავნის თავისი სახსრებით ევროპაში. ხდება გადამზადება და შემდგომ ასაქმებენ თავიანთ კომპანიებში მაშინ, როდესაც სახელმწიფო საბიუჯეტო რესურს სყოველწლიურად ხარჯავს იმ ადამიანებზე, რომლებიცზუსტად ვიცით, რომ დაუსაქმებლები იქნებიან, ან მათაც გადაკვალიფიცირება უნდა მოახდინონ იმისთვის, რომ რეალური სამუშაო ადგილი მოძებნონ”, – განაცხადაკვირიკაშვილმა.
მოამზადა: თამთა ასანიძემ
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება