„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „აღმოსავლეთ პიემონტის უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „აღმოსავლეთ პიემონტის უნივერსიტეტს“ (იტალია) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ 6 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ორმხრივი მობილობის ხელშეწყობას, ასევე სწავლების პროცესისა და საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრირების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენციებში, სამეცნიერო და კვლევით აქტივობებში ერთობლივი მონაწილეობა.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს სამეცნიერო კვლევის სფეროში კოორდინირებული საქმიანობის განვითარებას, საერთო კვლევითი ინტერესების ფარგლებში ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და თანამედროვე ტექნიკური და სამეცნიერო აღჭურვილობის გამოყენების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.
აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის აკადემიურ და სამეცნიერო კავშირებს და ხელს შეუწყობს საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული განათლებისა და კვლევის განვითარებას.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ დაიწყო „კავკასიის მეორე რეგიონული კურსი ნეიროეპიდემიოლოგიაში“
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუსის დღეები აღინიშნა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის კახეთში გასვლითი ტური მოეწყო
by ევროპის უნივერსიტეტი