„1992 წლიდან იწყება პრობლემები სტუ-ში – ამ პერიოდიდან გახდა ტექნიკური მიმართულება გერი საკუთარ უნივერსიტეტში“
„არავითარი ტექნიკურის და ჰუმანიტარულის გაერთიანება არ ხდება სინამდვილეში და რატომ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკურ მიმართულებებს ეთმობა პროგრამების ნახევარზე ნაკლები, სტუდენტების ნახევარზე ნაკლები სწავლობს ტექნიკურ დისციპლინებს. შესაბამისად, მოხდა რა – 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც გაჩნდა მთელი ეს პრობლემები, ტექნიკური მიმართულება საკუთარ უნივერსიტეტში იქცა ერთგვარ გერად. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და ვიღაცას თუ ამის გამოსწორება არ უნდა, ეს არასწორია“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკურის უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღეს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში კადრების დიდი დეფიციტია და ამიტომ, ტექნიკურ მიმართულებებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.
მისივე თქმით, ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პირობებში, ტექნიკურ მიმართულება ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად, რომელსაც ავტონომიის მაღალი ხარისხი ექნება:
„ვფიქრობთ, რომ ტექნიკურ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. დღეს არის უზარმაზარი პრობლემები. რომ ნახოთ გამოშვება, მაგალითად, მშენებლობის, ინჟინერიის ან სხვა მიმართულებით, წელიწადში ხდება, მაგალიად, 300-400-500 სტუდენტის გამოშვება, არის ძალიან დიდი დეფიციტი… რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს და ტექნიკური მიმართულებები არათუ უნდა მიიჩქმალოს, პირიქით, ყევლაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გავაძლიეროთ.
დღეს, ტექნიკური მიმართულებების წილი სტუდენტების რაოდენობაში შეიძლება იყოს, დაახლოებით, 10%. და ამ დროს, რომ ნახოთ თქვენ განვითარებული ქვეყნები, მესამედია, დაახლოებით, მათი წილი. ეს ხომ უნდა შეიცვალოს, ეს ხომ უნდა გამოსწორდეს. თუ ტექნიკური მიმართულება დარჩება გერად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ამას, რა თქმა უნდა, არაფერი ეშველება“.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სტუ-ში პრობლემები 1992 წლიდან დაიწყო, მაშინ, როცა პოლიტექნიკური ინსტიტუტი „გააქრეს“ და მას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაარქვეს.
„ათი განცხადება მაინც მოვისმინე, რომ თურმე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის საუკუნოვანი ბრენდი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს, რომ კითხვაც კი არავის გასჩენია. ეს საუკუნოვანი ბრენდი საერთოდ გაქრა, როცა გადაერქვა პოლიტექნიკურ ინსტიტუტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 1992 წელს მოხდა ეს და 1992 წლიდან იწყება პრობლემები სწორედ ტექნიკურ უნივერსიტეტში, მათ შორის, ამ პერიოდიდან გახდა ტექნიკური მიმართულება გერი საკუთარ უნივერსიტეტში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ასევე იხილეთ:
„თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება“ – განათლების მინისტრის განცხადება (ვიდეო)
რა პრობლემებს შეუქმნის ძველ და ახალ სტუდენტებს თსუ-ისა და სტუ-ის ერთ უნივერსიტეტად გაერთიანება
-
თსუ-ის სოც.პოლის პროფესორების წინააღმდეგობა უნივერსიტეტების გაერთიანებას – ღია წერილი და ხელმომწერთა სია
by ARIS.GE-განათლება
-
3 286 ხელმოწერა – რას მოითხოვენ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, მკვლევრები, პროფესორები, კურსდამთავრებულები
by ARIS.GE-განათლება
-
„გვიშუამდგომლეთ რეფორმის შემმუშავებელ კომისიასთან“ – ბიძინა ივანიშვილს სტუ-ის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება მიმართავს
by ARIS.GE-განათლება