ალტე უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდის დისკუსია – „AI ლანდშაფტი: ტენდენციები და კროს-სექტორული გამოყენება“ გაიმართა
ალტე უნივერსიტეტში IT სკოლისა და „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის“ ორგანიზებით, მრგვალი მაგიდის დისკუსია – „AI ლანდშაფტი: ტენდენციები და კროს-სექტორული გამოყენება“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 4 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრა ეთმობოდა ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ და თეორიულ ასპექტებს, დისკუსიას კი საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანი, რუსო სანაძე უძღვებოდა.
ღონისძიებას უძღვებოდნენ AI სფეროს ექსპერტები და მოწვეული სპიკერები: თორნიკე რაზმაძე – რადიუმის დამფუძნებელი, გიორგი ხანიშვილი – ველინის დირექტორი, გიორგი გვასალია – DeteqtAI-ს დამფუძნებელი, ლაშა დალაქიშვილი – ალტე უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, გიორგი კვინიკაძე – GAIA-ს წევრი.
სპიკერებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: ალგორითმული ხელოვნური ინტელექტი, AI-ის ადაპტაცია კლასიკურ ბიზნესებში, ხელოვნური ინტელექტი განათლებასა და მეცნიერებაში და სხვ.
შეხვედრის განმავლობაში დამსწრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ ღია დისკუსიაში, დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და ექსპერტებისგან რჩევები მიეღოთ.
-
ალტე უნივერსიტეტში SDG მდგრადი განვითარების ოლიმპიადა 2026-ის ნახევარფინალი გაიმართა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობა იწყება – პროგრამები და ფასები
by ალტე უნივერსიტეტი
-
“Gelbakhiani Legal Services” (GLS) ალტე უნივერსიტეტის პარტნიორი გახდა
by ალტე უნივერსიტეტი