GE

”ინგლისურს გერმანულის პედაგოგი გვასწავლის” – რას ითხოვენ შატილელები განათლების ახალი მინისტრისგან?

ტ2სკოლა, რომელიც ხევსურეთში, კერძოდ შატილის თემში მდებარეობს, წლების წინ გერმანული მხარის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა, თუმცა როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების პირობებში, მთავრობამ სკოლის კეთილმოწყობის და სრულყოფილი სასწავლო პირობების შექმნის მიმართულებით, როგორც ადგილობრივები ამბობენ ძალიან ცოტა რამ გააკეთა.

მზია წიკლაური შატილის მკვიდრია. ის განსაკუთრებულ პრობლემას სკოლაში გათბობის არარსებობაში ხედავს.

,,მოგეხსენებათ აქ ზამთარი ადრეული შემოდგომიდან იწყება და გვიან გაზაფხულამდე გრძელდება. ამ პერიოდში ბავშვები შეშის ღუმელით თბებიან, რაც არასაკმარისია. იმის გარდა, რომ საკლასო ოთახებს შეშის ღუმელი ცუდად ათბობს, ქარიანი ამინდის დროს, ოთახები კვამლით ივსება და კლასში გაჩერება შეუძლებელი ხდება“.

ტ1შატილის სკოლაში დღეისათვის 10 – მდე მოსწავლე ირიცხება. მზია წიკლაური ამბობს, რომ მოსწავლეებს საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას გერმანული ენის პედაგოგი ასწავლის, ხოლო ბიოლოგიის მასწავლებელს ქიმიისა და ფიზიკის პედაგოგის მოვალეობის შეთავსება უწევს, რადგან შესაბამისი საგნების მასწავლებლები შატილში არ ცხოვრობენ, მიზერული ხელფასის გამო კი მაღალმთიან სოფელში სამუშაოდ არ ამოდიან.

სკოლის დირექტორმა არსებულ პრობლემებზე დუშეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელთან დაკავშირების გარეშე EDU.ARIS.GE-სთან საუბარი არ ისურვა, თუმცა ხელმძღვანელს ვერ დაუკავშირდა და ინტერვიუზეც უარი გვითხრა. ამავე მიზეზით ვერ მოვახერხეთ სკოლის შიდა ინტერიერის დათვალიერება და გადაღება.

სამაგიეროდ, სკოლის პრობლემებზე ჩვენთან დირექტორის მე 12 – ე კლასელმა შვილმა, მინდია ჯინჭარაულმა ისაუბრა.

ტ5,,ფიზიკას ბიოლოგიის მასწავლებელი გვასწავლის, ინგლისურს კი გერმანულის. ბევრი მოსწავლე აქ სათანადო პირობების არარსებობის გამო არ ჩერდება და მშობლებს ისინი საცხოვრებლად სხვაგან გადაჰყავთ,“ – გვითხრა მინდიამ.

შატილთან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით კიდევ ერთი ისტორიული სოფელი, მუცო მდებარეობს. სკოლის არარსებობის გამო სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით, სოფელში მცხორები სამიოდე ბავშვი, შატილის სკოლაში მოდის  სასწავლებლად. შემოგდომით ეს პროცესი დიდთოვლობის გამო რთულდება.

მუცოს მკვიდრი ზვიად დაიაური იხსენებს, რომ მისი ბავშვობის პერიოდში შატილის სკოლაში 40 – მდე მოსწავლე ირიცხებოდა, დღეს კი, გაუარესებული მდგომარეობის გამო, მათი რაოდენობა თითქმის სამჯერაა შემცირებული.

ტ4ჩვენთან საუბარი შატილის ერთ–ერთმა მკვიდრმაც ისურვა.

აღნიშნული პრობლემების გარდა, მან ყურადღება სპორტის გაკვეთილის არარსებობასა და სკოლაში სხვადსხვა შემოქმედებითი წრეების დეფიციტზე გაამახვილა.

შატილის მოსახლეობის ნაწილს იმედი აქვს, რომ ახალი მინისტრი სკოლაში არსებული პრობლემებით დაინტერესდება, მათ შვილებს კი სწავლის გაგრძელდება ღირსეულ გარემოში მოუწევთ.

სკოლა მაღაზიაში – 19 მოსწავლის დაუჯერებელი სასწავლო პირობები წალენჯიხაში

ედიშერ გიორგაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური