GE

მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გაცნობებთ, რომ მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა 2015 წლის საგრანტო კონკურსი, რომლის მიზანია შეარჩიოს და დააფინანსოს სამეცნიერო პროექტები სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და უკრაინაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრს (მტცუ) შორის შეთანხმებული შემდეგი პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებიდან:

1) ბიოტექნოლოგიები და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
2) ახალი მასალები და ნანოტექნოლოგიები;
3) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

კონკურსის პირობები ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ. 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური