GE

ქართული უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „კარიბჭე“  მეოთხე საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე გრანპრი მოიპოვა

2015 წლის 22-27 აგვისტოს ჩათვლით ბულგარეთში, ოქროს ქვიშებზე, გაიმართა მეოთხე საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი: „მსოფლიო, ხელოვნება და ზღვა“. ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის ლოცვა-კურთხევით ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „კარიბჭე“.

IMG_1186ქართული უნივერსიტეტის ინფორმაციით, წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებით გამოირჩეოდა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მონაწილეების სიმრავლით ისეთი ქვეყნებიდან როგირიცაა: საქართველო, ბელარუსია, ლატვია, ლიტვა, რუსეთი, სლოვაკეთი, უკრაინა და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ქართული უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი “კარიბჭე“-ს გარდა, საქართველოდან ასევე მონაწილეობდნენ ანსამბლები: „რეტრო“, „გვირილა“, „ლაშა-გიორგი“, „ხარება“, „ლეგასი“, „გელათი“, „ილეკრო“ და ქუთაისის ხელოვნების სკოლა.

ფესტივალი ითვალისწინებდა შვიდ ნომინაციას: ქორეოგრაფია, ვოკალი, ინსტრუმენტალური ჟანრი, ხელოვნება, ორიგინალური ჟანრი, თეატრალური ჟანრი და ფოლკლორი.

IMG_1135„22 აგვისტოს, ფესტივალის ოფიციალურად გახსნის ცერემონიალზე, ანსამბლ „კარიბჭე“-ს წევრებმა ელდარ ივეჭიანმა და ელენე ლომიძემ მაყურებლების წინაშე შეასრულეს ცეკვა ქართული.  თავად ანსამბლი კონკურსზე შთამბეჭდავად წარსდგა „ყაზბეგური“ და ქალ-ვაჟთა „მთიულური“ ცეკვებით. მათ მთელი წარმოდგენის განმავლობაში უწყვეტი ოვაციებით ამხსნევებდა დამსწრე საზოგადოება. შედეგად ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „კარიბჭე“-მ მოიპოვა ფესტივალის მთავარი გრანპრი. წარმატებას მიაღწია ასევე ანსამბლის მოცეკვავემ ეკატერინე ორბეტიშვილმა „თუშურ-კავკასიური“-ს სოლო შესრულებისთვის. მან პირველ ადგილთან ერთად  „მაყურებლის სიმპატიის“ ჯილდოც დაიმსახურა. სპეციალური დიპლომები გადაეცათ ასევე ანსამბლის ხელმძღვანელებს: ბ-ნ გოჩა ჯოხაძეს და ქ-ნ მაია ნანიკაშვილს.

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სახელით ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში !“,- აცხადებენ ქართულ უნივერსიტეტში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური