GE

რა პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად სასწავლო პროცესის ერთი კვირით გახანგრძლივება?

2014 წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი ერთი კვირით გახანგრძლივდა.  შესაბამისად,  ზამთრის არდადეგები შემცირდა და დაახლოებით ორი კვირით განისაზღვრა. 

ზოგადად, ნებისმიერი ცვლილება, თუ რეფორმა  გარკვეულ პრობლემაზე პასუხს  უნდა გულისხმობდეს და მის მოგვარებას ისახავდეს მიზნად,  ან გარკვეული პრაქტისკის გაუმჯობესებას.

თუ საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქმედებას ამ კუთხით  შევხედავთ, აუცილებლად გაგვიჩნდება კითხვა, თუ რა კონკრეტული პრობლემის გადაჭრას ისახავდა მიზნად ეს ცვლილება?

როგორც სამინისტროს ოფიციალური პირის განცხადებში ვკითხულობთ, სასწავლო წლის გაზრდისთვის ორი მიზეზი არსებობდა:

ერთი ის, რომ ის შესაბამისობაში მოსულიყო საერთაშორისო სტანდარტთან, „ჩვენ ვუბრუნდებით 36-კვირიან სწავლებას. საერთაშორისო სტანდარტიც 36-40 კვირაა, მეორე – მუდმივად იყო პრეტენზია, რომ დღემდე არსებულ ვადებში სავალდებულო პროგრამის დაძლევა ვერ ესწრებოდა”

როგორც ხედავთ ცვლილების პირველი მიზეზი გახლდათ, სასწავლო დროის  შესაბამისობაში მოყვანა  საერთაშორისო სტანდარტთან. ეს ინფორმაცია  მართლაც შეესაბამება სიმართლეს – მაგალითად, ფინურ სკოლებში საშობაო  არადადეგები  წელს 19 დეკებერს იწყება და 6 იანვარს განახლდება,  ესტონეტში 24 დეკემბერიდან 8 იანვრამდეა,  დაახლოებით ასეა  ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ამ მონაცემებით ვრწმუნდებით, რომ ევროპულ ქვეყნებში ზამთრის  არდადეგები ორი კვირა გრძელდება.

საერთაშორისო სტანდარტებთან  სასწავლო დროის  გათანაბრება,  რა თქმა უნდა,   ლეგიტიმური არგუმენტია,  თუმცა, თუ   საკითხს  უფრო მეტად ჩავუღრმავდებით ადვილი იქნება იმ უკმაყოფილების  გაგება,  რაც  ამ ცვლილებას მოჰყვა  სასკოლოს დონეზე  (უკმაყოფილება კარგად ჩანს სასკოლო მუშაკების მიერ  სოც ქსელის საშუალებით  საჯაროდ დაფიქსირებულ კომენტარებშიც.)

იმის გასააზრებად,  საბოლოოდ რა მიზნის მიღწევას მოემსახურება სასწავლო პროცესის  ერთი კვირით გახანგრძილევება, საჭიროა თვითონ სასწავლო პროცესის დეკონსტრუქცია,  ანუ იმის განმარტება რას გულისხმობს სასწავლო პროცესი ჩევნთან?

სიახლე არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ჩვენს სკოლებში სასწავლო პროცესი, უმეტესად,  ემსახურება გარკვეული  სასწავლო მასალის  დაფარვას, ინფორმაციის გადაცემასა და დამახსოვრებას. საატესტო  გამოცედბიც ხომ მხოლოდ  იმას ამოწმებს, თუ რამდენად მოახერხა მოსწავლემ გარკვეული ინფორმაციის დამახსოვრება.

გახანგრძლივებული სასწავლო პროცესი კი, ლოგიკურად,  გულისხმობს მეტი ინფორმაციის გადაცემას მოსწავლეებისთვის.   საბოლოო ჯამში, სწორედ  ამ მიზნის მიღწევა ხდება განხორციელებული ცვლილებით.  ამას  ადასტურებს  მეორე მიზეზი, რაც სამინისტროს წარმომადგენელს  მოაქვს არგუმენტად: “მუდმივად იყო პრეტენზია, რომ დღემდე არსებულ ვადებში სავალდებულო პროგრამის დაძლევა ვერ ესწრებოდა”

მოდით, ახლა შევხედოთ  დარგის წამყვანი ექსპერტების მოსაზრებებს დაზეპირებაზე ორიენტირებულ  სწავლებაზე:

„ვცდილობთ მოსწავლეებს ვასწავლოთ ცოტა  მაგრამ კარგად“ – Ng Eng Hen სინგაპურის ყოფილი განათლების მინისტრი.

“დღეს მსოფლიოს არ აინტერესებს რამდენად ბევრი იცი, არამედ აინტერესებს, თუ როგორ იყენებ იმ ცოდნას, რაც გაქვს და რა სარგებელი მოგაქვს ამ ცოდნით პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და შემდომ საზოგადოებისთვის“, – ტონი ვაგნერი.

“ამა თუ იმ სკოლის წარმატება იმით კი არ უნდა იზომებოდეს, თუ რამდენად ზედმიწევნით ასრულებს  კურიკულუმში გაწერილ დებულებებს, არამედ იმით, რამდენად იძენენ ამ სკოლაში მოსწავლეები 21-ე საუკუნეში საჭირო უნარებს,” – მაიკლ ფულანი.

ასევე, შეგვიძლია დავსვათ ლეგიტიმური შეკითხვა არის კი ინფომაციის ნაკლებობა  ჩვენი მოსწავლეებისთვის პრობლემა?

იმ ქვეყნებში,  რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, სადაც სწავლის ხანგრძლივობა 36 კვირით განისაზღვრება, სასწავლო პროცესი  ბევრ სხვადასხვა აქტივობას  გულისხმობს,  გარდა  მთელი დღის განმავლობაში მერხთან ჯდომას  მოსწავლეებისთვის,  მასწავლებლისთვის   ტრადიციული გაკვეთილების ჩატარებას. მაგლითად, ბელგიაში სასკოლო ექსკურსიები კურიკულიმის შემედგენელი ნაწილია.  ბუნებრივია,  მრავალფეროვანი სასწავლო აქტივობა ნაკლებად იწვევს მობეზრებას, როგორც მასწავლებლებში ისე მოსწავლეებში.

საბოლო ჯამში, შეიძლება დავასკვნათ,  რომ ის მიზანი,  რასაც ცვლილებაემსახურება მეტი ინფორმაციის გადაცემა მოსწავლეებისთვის,  არ მოდის შესაბამისობაში 21-  საუკუნის განათლების მიზნებთან.

პედაგოგები და განათლების ექსპერტები ზამთრის არდადეგების არაეფექტურ განაწილებაზე საუბრობენ – Aris.ge-განათლების გამოკითხვა

საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება

სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება

როდის იწყება ზამთრის არდადეგები უნივერსიტეტებში – 2015 -16 სასწავლო წლის განრიგი

სწავლის დაწყების თარიღი არ შეიცვლება, თუმცა სასწავლო წელი გაიზრდება, არდადეგები კი შემცირდება

მუხრან გულიაშვილი

სასკოლო კვლევების ცენტრი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური