GE

როდის არის საუკეთესო დრო Facebook და Instagram-ზე პოსტის დასადებად?

ვისაც ერთხელ მაინც უნახავს რომანტიკული ფილმი, კარგად ეცოდინება, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილზე ყოფნას სასწაულების მოხდენა შეუძლია. წარმოიდგინე, რა მოხდებოდა, ჰარი სალის რომ არ შეხვედროდა, ბრიჯიტ ჯონსი საახალწლო დღესასწაულზე რომ არ წასულიყო, ან ჯეკსა და როუზს გემზე ფეხი რომ არ დაედგათ? კარგი, უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო წყვილი შეიძლება საუკეთესო მაგალითი არ იყოს, მაგრამ ალბათ ხვდებით, ამით რისი თქმაც გვინდა. დროის სწორად შერჩევის ხელოვნება არის ის უნარი, რისი სრულყოფაც მსოფლიოს ყველა სცენარისტისა და სოცმედიის მარკეტერების მუდმივი საზრუნავია.

სოციალური მედიის მარკეტერის ამოცანაა კამპანიისათვის სათანადო დროის შერჩევა და განთავსებული კონტენტის მეტი ხილვადობა, რათა ინტერნეტსივრცის ღრმა და ბნელ უფსკრულში არ ჩაიკარგოს. განტოლება მარტივია: მეტი მიზნობრივი აუდიტორია და მეტი მნახველი ნიშნავს გაზრდილ შანსს, ჩართულობასა და შედეგიან უკუკავშირს. ამ შემთხვევაში ჩაითვლება კამპანია შედეგიანად. მიზნის მისაღწევად, ალბათ არაერთი მცდელობა გქონიათ, დაგედგინათ ყველაზე ეფექტიანი დრო სოციალურ მედიაში კონტენტის გამოსაქვეყნებლად. წინასწარ გეტყვით: ცალსახა პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. თუმცა, არსებობს მრავალი რესურსი, რომელიც დაგეხმარებათ აღმოჩინოთ საუკეთესო დრო თქვენი მიზნების განსახორციელებლად. ჩვენ შევკრიბებთ ინფორმაცია, რაც დახმარებას გაგიწევთ ამ პროცესში.

საუკეთსო დრო Facebook-ზე პოსტის განსათავსებლად

ფეისბუქი არის პლატფორმა, როგორც პირადი, ასევე საქმიანი კომუნიკაციებისათვის. შესაბამისად, ძალიან საინტერესოა  მისი ეფექტურობის განხილვა დროითი ჭრილის მხრივ. Facebook ალგორითმის ანალიზი იმაზე რთული გვეჩვენება, ვიდრე ეს რეალურადაა.  განთავსებულ პოსტზე რეაქციების უმეტესობა, ანუ 75%, პოსტის დადებიდან პირველი 5 საათის განმავლობაში ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს დრო დიდი სულაც არაა, Twitter-თან შედარებით ეს Facebook-ის უპირატესობად შეგვიძლია მივიჩნიოთ. თუ Post Planner პროგრამას დავუჯერებთ, „Facebook პოსტის ხილვადობა (impressions) გაცილებით მალე აღწევს პიკს, ვიდრე რეაქციები (engagement) ამავე პოსტზე.“ პოსტი ხილვადობის 75%-იან მაჩვენებელს განთავსებიდან 2-2.5 საათში აღწევს.

ეფექტურობის შესანარჩუნებლად გამუდმებით უნდა დააკვირდე, თუ როდისაა აქტიური შენი სამიზნე ჯგუფი. Facebook პოსტის ეფექტურობა დამოკიდებულია შენი ბიზნესის სპეციფიკაზე, თუმცა, გთავაზობთ რამდენიმე სოცმედია პლატფორმის რეკომენდაციებს, თუ როდის განვათავსოთ პოსტი:

  • Quick Sprout: ხუთშაბათსა და პარასკევს 13 საათზე, თუ ჩვენი მიზანი ბევრი გაზიარებაა (Shares) ხოლო 15 საათზე, მეტი კლიკის (Clicks) მისაღებად. ამ დღეებში ყველას ნაკლებად უნდა სამსახურში ყოფნა და შესაბამისად, მეტ დროს ატარებენ Facebook-ზე.
  • Optimizely: ორშაბათიდან ხუთშაბათამდე, საღამოს 18 საათიდან20 საათამდე პერიოდში.
  • Microsoft: ხუთშაბათსა და პარასკევს, 13 საათიდან – 15 საათამდე პერიოდში.
  • Hubspot: ხუთშაბათსა და პარასკევს, 13 საათიდან – 15 საათამდე პერიოდში.

მცირედი განსხვავებების მიუხედავად, ძირითადად ყველა თანხმდება, რომ ხუთშაბათი და პარასკევი 13 საათიდან 15 საათამდე არის, მონაკვეთი, როცა უნდა სცადო პოსტის განთავსება და დაკვირვება.

საუკეთსო დრო Instagram-ზე პოსტის განსათავსებლად

Instagram-ის თავდაპირველი იდეა ფოტოების სწრაფი განთავსება იყო. დღეს სიტუაცია ცოტა შეცვლილია. Instagram-ის პოსტების ეფექტურობის მთავარი საზომი „ლაიქებია“, ამიტომ ბევრი „ლაიქის“ მისაღებად ამ პლატფორმაზე კონტენტის სწორ დროს განთავსებას უფრო დიდი მნიშნველობა აქვს. ყოფილა შემთხვევები, როცა ფოტოს დადებისაგან თავი მხოლოდ იმიტომ შემიკავებია, რომ „კულმინაციური დრო“ არ ყოფილა და ბევრ „ლაიქს“ ვერ მივიღებდი.

წარმოდიგინეთ, რომ ერთ დღით თქვენი სამიზნე აუდიტორიის ცხოვრებით ცხოვრობთ და პოსტებიც შესაბამისი სტრატეგიით დაგეგმეთ. რომელ საათზე იღვიძებენ და პირველად როდის შედიან Instagram-ზე? როგორია მათი სამუშაო გრაფიკი? სად ცხოვრობენ? ასევე გაითვალისწინეთ თქვენი აუდიტორიის შეხვედრების, მგზავრობის, ლანჩის პერიოდი და დრო, როცა მიდიან დასაძინებლად. ყველა ეს დეტალი აუცილებლად გასათვალისწინებელია იმსათვის, რათა ჩვენი პოსტის გათავსების დრო აუდიტორიის აქტიურობის დროს მოვარგოთ. გარდა ამ ფაქტორებისა, გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • Hubspot: ნებისმიერი დრო ორშაბათიდან ხუთშაბათამდე, გარდა 15 საათიდან 16 საათამდე;
  • Latergramme: ოთხშაბათი 17 საათი.
  • სამუშაო დღეები 6 საათიდან 12 საათამდე

მარკეტინგისა და სოცმედიის პლატფორმა „Mavrck“ შემდეგნაირად ხსნის ამ ფაქტორს: „მიუხედავად იმისა, რომ დილის ადრეულ საათებში პოსტების რაოდენობა მცირეა, მომხმარებლები ყველაზე მეტად და რეგულარულად ამ დროს ამოწმებენ სმარტფონებს. ამიტომაც, ადამიანების ეს კატეგორია სტაბილური სამიზნე ჯგუფია და პლიუს, იმ დროს, როცა კონკურენცია პოსტების მხრივ დიდი არაა.“

ისევე, როგორც არ არსებობს ჯადოსნული სარკე, რომელიც გეტყვის, თუ როდის შეხვდები ნამდვილ სიყვარულს, არც ჯადოსნური ფორმულა არ არსებობს, რომელიც სოციალურ მედიაზე აქტიურობისათვის საუკეთესო დროს გვიკარნახებს. თავად უნდა აღმოაჩინოთ შენი ფეიჯისათვის ყველაზე ეფექტური დრო, გამომდინარე თქვენი სამიზნე ჯგუფიდან, მიზნებიდან, ინდუსტრიიდან და იმ ზოგადი სტრატეგიიდან, რაც თქვენს ბიზნესს აქვს.

როგორ გამოიყენონ მასწავლებლებმა სწავლების პროცესში სოციალური მედია – 7 რჩევა

მოამზადა ანა ნემსიწვერიძემ

წყარო: blog.hootsuite

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური