როდის დაიწყება და დასრულდება ზამთრის არდადეგები სკოლებსა და ბაგა–ბაღებში
2016–17 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები ქვეყნის მასშტაბით 30 დეკემბერს დაიწყება.
როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სკოლის მოსწავლეებისთვის არდადეგები პარასკევ დღეს 30 დეკემბერს დაიწყება. სასწავლო პროცესი კი ორშაბათს, 16 იანვარს განახლდება. შესაბამისად, სკოლის მოსწავლეებს ზამთრის არდადეგები ორ კვირაზე მეტი დროით გაუხანგრძლივდებათ.
რაც შეეხება ბაღებს, თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დედაქალაქის ყველა საჯარო ბაღში 2017 წლის 9 იანვარს განახლდება.
რაც შეეხება კერძო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ზამთრის არდადეგების გამოცხადებას, არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღებს ისინი თავად განსაზღვრავენ.
როდის იწყება ზამთრის არდადეგები უნივერსიტეტებში – 2016-17 სასწავლო წლის განრიგი
-
შემადგენლობა განახლდა – საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს
by ARIS.GE-განათლება
-
„საქართველოში, კითხვაში მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა კატეგორიაში თითქმის არავინ იმყოფება“ – რა იციან და რა შეუძლიათ ჩვენს მოსწავლეებს (PISA 2025)
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლების გაჭიანურებული მშენებლობების ფონზე, პირველ ეტაპზე 10 მოდულური სკოლა მოეწყობა – მინისტრის განმარტება
by ARIS.GE-განათლება