GE

საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრების გრაფიკი გამოქვეყნდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განაგრძობს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის – საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენის მიზნით გასაუბრების პროცესის განხორციელებას.

გასაუბრება მოხდება იმ კანდიდატებთან, რომლებიც ფლობენ დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ სერტიფიკატს და რომელთაც განაცხადის ფორმა შეავსეს ვებგვერდზე www.directos.mes.gov.ge

გასაუბრების გრაფიკი

დარჩენილ კონკურსანტებთან გასაუბრების განრიგი გამოქვეყნდება ეტაპობრივად სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

გასაუბრება ჩატარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მის: თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52).

საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისთვის წარსადგენი დირექტორობის კანდიდატების სია – თბილისი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური