GE

საწვავის ფასების ანალიზი ევროპასა და საქართველოში

ფოტო –
2165

„ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მიერ წარმოდგენილია კვლევის ანგარიში, რომელიც შეეხება საწვავის ფასების შედარებით ანალიზს ევროპის ქვეყნებსა და საქართელოში. კვლევის ფარგლებში საქართველოს გარდა შესწავლილ იქნა ევროპის 21 ქვეყნის ბაზარზე არსებული ვითარება.

კვლევის ჩატარების პერიოდი
წარმოდგენილი კვლევა ჩატარდა 2012 წლის 19-22 აპრილის განმავლობაში.

კვლევის ობიექტები
კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა 22 ქვეყნის ბაზარზე არსებული ორი კატეგორიის საწვავზე – პრემიუმსა და ევრო დიზელზე დაფიქსირებული ფასები. ამასთან, წარმოდგენილი ფასები დაფიქსირებულია ეროვნულ ვალუტა ლარში.

კვლევის შედეგები პრემიუმის კლასის საწვავზე (ბენზინი):

ნორვეგია – 3.97 ლარი შვედეთი – 3.59 ლარი სლოვენია – 3.27 ლარი პოლონეთი – 3.14 ლარი
იტალია – 3.91 ლარი საფრანგეთი – 3.52 ლარი უნგრეთი – 3.27 ლარი ლუქსემბურგი – 3.14 ლარი
დანია – 3.78 ლარი ირლანდია – 3.50 ლარი ჩეხეთი – 3.16 ლარი ესპანეთი – 2.95 ლარი
გერმანია – 3.70 ლარი ბელგია – 3.44 ლარი ავსტრია – 3.25 ლარი საქართველო – 2.40 ლარი
ნიდერლანდები – 3.67 ლარი პორტუგალია – 3.42 ლარი შვეიცარია – 3.20 ლარი
დიდი ბრიტანეთი – 3.63 ლარი სლოვაკეთი – 3.37 ლარი ლატვია – 3.16 ლარი

პრემიუმ კლასის (ბენზინი) საწვავზე კვლევის ანალიზის მიხედვით ევროპის 21 ქვეყნიდან აღნიშნული ტიპის საწვავი ყველაზე ძვირი ნორვეგიაში ღირს და მისი ფასი ერთ ლიტრზე 3.97 ლარით განისაზღვრება. მაღალი ფასების სამეულში ფიქსირდება იტალია, სადაც ერთი ლიტრი პრემიუმი 3.91 ლარია და დანია, სადაც ერთი ლიტრი პრემიუმ კლასის ბენზინის ღირებულება 3.78 ლარს შეადგენს. ზოგადად, ევროპის შესწავლილი ქვეყნების უმრავლესობაში ერთი ლიტრი პრემიუმის ფასი 3.40 ლარზე ქვემოთ არ ფიქსირდება.
თუმცა, აღნიშნული კლასის საწვავი ყველაზე დაბალ ფასში ესპანეთში ფიქსირდება და ერთ ლიტრზე მისი ღირებულება 2.95 ლარით განისაზღვრება. ეს ერთად ერთი შემთხვევაა ევროპაში, სადაც ერთი ლიტრი პრემიუმ კლასის ბენზინი 3 ლარზე ნაკლები ღირს, ვინაიდან, ესპანეთის შემდგომ ყველაზე დაბალი ღირებულების პრემიუმ კლასის საწვავი ფიქსირდება პოლონეთსა და ლუქსემბურგში და მისი ფასი უკვე 3.14 ლარს შეადგენს. ზოგადად, წარმოდგენილი 21 ქვეყნის ანალიზის მიხედვით ევროპაში პრემიუმ კლასის ბენზინზე საშუალო ფასი 3.43 ლარს შეადგენს.

საქართველოში პრემიუმის კლასის ბენზინის ფასი საშუალოდ 2.40 ლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 45 თეთრით ნაკლებია ევროპის ყველაზე იაფი ესპანეთის მაჩვენებელზე. ეს ციფრი ერთი ლარით ნაკლებია ევროპის უმრავლესი ქვეყნების მაჩვენებელზე, ისევე როგორც საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე და 1.57 თეთრით ნაკლებია ევროპის ყველაზე მაღალ ფასისიმიერ მაჩვენებელზე.

კვლევის შედეგები ევროდიზელზე

ნორვეგია – 4.27 ლარი გერმანია – 3.29 ლარი ჩეხეთი – 3.10 ლარი ბელგია – 2.95 ლარი
დიდი ბრიტანეთი – 3.82 ლარი დანია – 3.29 ლარი საფრანგეთი – 3.05 ლარი სლოვენია – 2.86 ლარი
იტალია – 3.72 ლარი ირლანდია – 3.27 ლარი ავსტრია – 3.05 ლარი ლუქსემბურგი – 2.74 ლარი
შვედეთი – 3.40 ლარი ლატვია – 3.27 ლარი პოლონეთი – 3.05 ლარი საქართველო – 2.35 ლარი
შვეიცარია – 3.33 ლარი სლოვაკეთი – 3.16 ლარი პორტუგალია – 2.99 ლარი
ესპანეთი – 3.30 ლარი უნგრეთი – 3.14 ლარი ნიდერლანდები – 2.95 ლარი

ევროპის 21 ქვეყნის ანალიზის მიხედვით დიზელზე ყველაზე მაღალი ფასი ფიქსირდება ნორვეგიაში და ერთ ლიტრ დიზელზე 4.27 ლარით განისაზღვრება. შემდგომ მოდის დიდი ბრიტანეთი, სადაც ერთი ლიტრი დიზელის საწვავი 3.82 ლარი ღირს. სამეულს ასრულებს იტალია, სადაც დიზელის საწვავის ფასი 3.72 ლარით განისაზღვრება. ყველაზე იაფი დიზელის საწვავი ლუქსემბურგშია და მისი ფასი 2.74 ლარს შეადგენს. შემგომ მოდის სლოვენია, სადაც ერთი ლიტრი დიზელის ფასი 2.86 ლარია. სიიაფის მიხედვით მესამე ადგილზე ბელგია და ნიდერლანდები არიან. ორივე ამ ქვეყნაში დიზელის საწვავის ღირებულება 2.95 ლარს შეადგენს. წარმოდგენილი 21 ქვეყნიდან მხოლოდ 5 მათგანშია დიზელის ფასი 3 ლარზე მცირედით ნაკლები. შესწავლილი ქვეყნების უმრავლესობაში დიზელის საწვავის ფასი 3.15 ლარზე ნაკლები არ არის. ზოგადად, წარმოდგენილ 21 ქვეყანაში დიზელის საწვავის საშუალო ღირებულება 3.24 ლარს შეადგენს.
საქართველოში ევრო დიზელის საშუალო ფასი 2.35 ლარია.

ეს მაჩვენებელი თითქმის ორმოცი თეთრით ნაკლებია ევროპის ყველაზე იაფი ქვეყნის ლუქსემბურგის მაჩვენებელზე. ეს ციფრი 1.92 ლარით ნაკლებია ევროპის ყველაზე ძვირი ქვეყნის ნორვეგიის მაჩვენებელზე. საქართველოს მაჩვენებელი მინიმუმ 80 თეთრით ნაკლებია ევროპის დასახელებული ქვეყნების მაჩვენებელზე და ევროპის წარმოდგენილი 21 ქვეყნის საშალო ღირებულებასთან შედარებით საქართველოში დიზელის საწვავი 91 თეთრით იაფია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური