GE

საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 10 ივნისს დაიწყება

სააღმზრდელო წლის დასრულების შემდეგ თბილისის 25 საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდება. ბავშვების დარეგისტრირება 10 ივნისის 10:00 საათიდან 28 ივნისის ჩათვლით ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე (www.kids.org.ge) იქნება შესაძლებელი.

როგორ Aris.ge-განთლებას ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თაკო კვირტიამ განუცხადა, საზაფხულო ბაღები თბილისის 10-ივე რაიონში იფუნქციონირებს.

„საზაფხულო ბაღების რაოდენობა  მშობლების მოთხოვნის საფუძველზე გაიზარდა. ისინი სპეციალურად შეირჩა, რათა მათ ჰქონოდათ ზაფხულისთვის შესაბამისი შიდა ინფრასტრუქტურა და კეთილმოწყობილი ეზო. საზაფხულო ბაღებში საერთო ჯამში 9000-მდე აღსაზრდელის მიღება იქნება შესაძლებელი და ეს სერვისი აბსოლუტურად უფასო იქნება“, – განმარტა თაკო კვირტიამ.

საზაფხულო ბაღები პირველი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებენ.

საზაფხულო ბაღების სია:

  1. გლდანი – 48 საბავშვობაღი – ჩიქვანაიას 38
  2. გლდანი – 205 საბავშვობაღი – გლდანის V მიკრორაიონი
  3. გლდანი – 1-ლილოგოპედიურისაბავშვობაღი – გლდანის VIII მიკრორაიონი
  4. გლდანი – 184 საბავშვობაღი- მუხიანის I მიკრორაიონი
  5. დიდუბე – 15 საბავშვობაღი – გაფრინდაულის 6
  6. დიდუბე – 23  საბავშვობაღი – დიღმისმას. IV  კვარტალი
  7. დიდუბე – 91  საბავშვობაღი – წერეთლის 136
  8. ვაკე – 1 საბავშვობაღი – ფალიაშვილის 34
  9. ვაკე – 27 საბავშვობაღი – შავშიშვილის 5
  10. ვაკე – 85 საბავშვობაღი –       ვაჟა–ფშაველას 71
  11. ისანი – 29 საბავშვობაღი – პატარძეულის 1
  12. ისანი – 66 საბავშვობაღი – გუთნის I ჩიხი
  13. ისანი – 182 საბავშვობაღი -ვაზისუბნისდასახლება
  14. ისანი – 215 საბავშვობაღი -ქ.ჩოლოყაშვილის 1
  15. კრწანისი -51 საბავშვობაღი –  გორგასლის 43
  16. მთაწმინდა – 170 – შანიძის 28
  17. ნაძალადევი – 9 საბავშვობაღი -გუდამაყრის 2
  18. ნაძალადევი- 43 საბავშვობაღი – ლაითურის 64
  19. ნაძალადევი – 60 საბავშვობაღი – თემქა XI მიკრო III კვარტალი
  20. საბურთალო – 198 საბავშვობაღი – ი.პეტრიწის 15/ა
  21. საბურთალო – საბავშვობაღიიმედი  – ბახტრიონის 8
  22. სამგორი – 28 საბავშვობაღი – მესამემასივი X კვარტალი
  23. სამგორი – 45  საბავშვობაღი – ჯავახეთის 8/ა
  24. სამგორი -16 საბავშვობაღი –  ბ.ხმელნიცკის 181
  25. ჩუღურეთი – 34 საბავშვობაღი – გრანელის 17

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური